მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
ფოტო: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა და GWP-ის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში — წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა ურბანული განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) კონტექსტში. ფორუმის დისკუსია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა.
ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და მარეგულირებელი ორგანოს პირველი პირები. პანელურ დისკუსიაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან ლევან ჟორჟოლიანთან და სემეკის თავმჯდომარესთან დავით ნარმანიასთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, GGU ჯგუფისა და GWP-ის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის მექანიზმები, თანამედროვე ურბანული განვითარების გამოწვევები, მდგრადი განვითარების მიზნები და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატარიფო პოლიტიკა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო GWP-ის მიმდინარე საოპერაციო შედეგებსა და იმ მასშტაბურ ინვესტიციებს, რომლებსაც Aqualia, როგორც სტრატეგიული პარტნიორი და ინვესტორი, ქვეყნის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს.
“მოხარული ვარ ფორუმში მონაწილეობით. Aqualia 2022 წლიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში აქტიურად არის ჩართული და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას წყალმომარაგების სფეროში არსებულ საკითხებზე. დღეს უკვე შეგვიძლია, ვისაუბროთ კომპანიის საქმიანობის პოზიტიურ შედეგებზე თბილისში, რუსთავსა და ქალაქ მცხეთაში. პროგრესი თვალსაჩინოა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სადაც მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ინვესტიციების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მსგავსი დისკუსიები გვეხმარება მუდმივად ვიცოდეთ ქვეყნის პრიორიტეტები და მკაფიოდ დავინახოთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი.” — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი.
ფორუმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ Aqualia-სა და ჯივიპის ერთობლივი სტრატეგიული გეგმები პირდაპირ პასუხობს ქვეყანაში დარგის მდგრადი განვითარების ხედვებს და მიზნად ისახავს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ მოდერნიზაციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
-
ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა
გადახედვა
-
Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4 Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4
გადახედვა
-
ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ
გადახედვა
-
სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
-
თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად
-
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი
გადახედვა
-
წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გადახედვა
-
აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია
გადახედვა
-
ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება
გადახედვა
-
იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია
გადახედვა
-
საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
კომენტარები