Grand Theft Auto 6 — ვიდეოთამაში, რომელსაც უამრავი ადამიანი სულმოუთქმელად ელის — აშშ-ის არმიის ჯარისკაცებისთვის სამხედრო სამსახურის გაგრძელების მოტივაცია გახდა.

აშშ-ის არმიის მე-3 ქვეითი დივიზია ზოგიერთ სამხედროს GTA 6-ის სათამაშოდ 4-დღიან საშვს სთავაზობს. დივიზიის ცნობით, ეს შეთავაზება ვრცელდება იმ ჯარისკაცებზე, რომლებმაც 2026 წლის 1-ელი აგვისტოდან 14 ნოემბრამდე პერიოდში ხელი უნდა მოაწერენ ხელშეკრულების გაგრძელებას მინიმუმ 2 (და მაქსიმუმ 6) წლის ვადით.

"მიზანი ისეთი უნიკალური წამახალისებელი პროგრამის შექმნა იყო, რომელიც ჯარისკაცების ინტერესებს ერგება", — განაცხადა მე-3 ქვეითი დივიზიის პრესმდივანმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ენჯელ ტომკომ.

ფოტო: Variety

ტომკოს თქმით, GTA 6-ის წყალობით მე-9 საინჟინრო ბატალიონის 130 ჯარისკაციდან 20-მა უკვე გაახანგრძლივა არმიასთან კონტრაქტი.

GTA 6, რომელზე მუშაობაც 10 წელზე მეტია მიმდინარეობს, 19 ნოემბერს გამოდის. როგორც აღნიშნავენ, თამაშის წინასწარი შეკვეთების რიცხვი უპრეცედენტოდ მაღალია.