INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
ფოტო: თეგეტა მოტორსი
თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ავტო გალერი ბრიტანული ავტომწარმოებლის, INEOS Automotive-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა საქართველოში. პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. თანამშრომლობის ფარგლებში ავტო გალერი ქართულ ბაზარზე INEOS-ის ავტომობილების მიწოდებასა და მომხმარებლებისთვის გაყიდვების შემდგომ მომსახურებას უზრუნველყოფს.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ავტო გალერის მულტიბრენდულ შოურუმში მალე მომხმარებლებს INEOS Automotive-ის ფლაგმანი მოდელი Grenadier-იც დახვდება, რომელიც კლასიკური 4x4-ის კონცეფციას ეფუძნება და გამძლეობაზე, ფუნქციურობასა და რთულ პირობებში გადაადგილებაზეა ორიენტირებული. მისი სამოდელო ხაზი რამდენიმე ვერსიასა და კონფიგურაციას აერთიანებს, მათ შორის Station Wagon-სა და Quartermaster-ის პიკაპს.
ნოდარ ჭირაქაძე, ავტო გალერის დირექტორი: "INEOS Automotive ძალიან საინტერესო ახალი ბრენდია, რომელმაც პოპულარობა მოკლე დროში მოიპოვა. ვფიქრობთ, მისი პროდუქტი საქართველოს ბაზარს განსაკუთრებით კარგად ერგება ქვეყნის მთაგორიანი რელიეფისა და ადგილობრივი მომხმარებლების მხრიდან მაღალი გამავლობის ავტომობილების მიმართ დიდი ინტერესის გათვალისწინებით.
ასევე შთამბეჭდავია თავად ბრენდის ისტორიაც. Grenadier-ის შექმნის წინაპირობად კლასიკური Land Rover Defender-ის წარმოების შეწყვეტა იქცა, ხოლო ავტომობილის განვითარებაში INEOS-მა ავტოინდუსტრიის გლობალური ლიდერების საუკეთესო გამოცდილება გამოიყენა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ახალი ბრენდები და მოდელები, რომლებიც მათ ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული. სწორედ ამიტომ, როგორც კი INEOS Automotive-თან თანამშრომლობის შესაძლებლობა მოგვეცა, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვით".
2017 წელს კომპანიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბრიტანელმა ბიზნესმენმა სერ ჯიმ რეტკლიფმა კლასიკური Land Rover Defender-ის წარმოების შეწყვეტის შესახებ შეიტყო. Grenadier-ის კონცეფცია სწორედ ამ ცნობილ ბრიტანულ 4x4 ავტომობილს დაეფუძნა. Defender-ის შთაგონებით რეტკლიფმა გადაწყვიტა, შეექმნა ავტომობილი, რომელიც კლასიკური ოფროუდერის გამძლეობასა და ფუნქციურობას თანამედროვე ტექნოლოგიებთან, უსაფრთხოებასა და კომფორტთან გააერთიანებდა. Grenadier-ის სახელწოდება კი ლონდონში, ბელგრავიაში მდებარე პაბს The Grenadier-ს უკავშირდება — ადგილს, სადაც რეტკლიფი, მეგობრებთან ერთად, ახალი ავტომობილის იდეას განიხილავდა.
INEOS-მა ახალი ავტომობილი ავტოინდუსტრიის წამყვან ბრენდებთან პარტნიორებით, მათ ტექნოლოგიებსა და საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნა. Grenadier-ში გამოიყენა გერმანული ავტომწარმოებლის BMW-ს 3.0-ლიტრიანი, რიგითი ექვსცილინდრიანი B57 დიზელისა და B58 ბენზინის ძრავები და ZF-ის 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფები. ავტომობილის საინჟინრო განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი Magna Steyr-ს მიუძღვის, ხოლო მისი კომპონენტების ნაწილს ისეთი მწარმოებლები უზრუნველყოფენ, როგორებიცაა Carraro, Brembo, Bosch, Eibach, Tremec, Dana Spicer და RECARO. სერიული წარმოებისთვის კი, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, INEOS-მა Mercedes-Benz-ისგან საფრანგეთში ჰამბახის ქარხანა შეიძინა.
დენ ბალმერი, INEOS-ის რეგიონული დირექტორი: "საქართველო ჩვენთვის კავკასიის რეგიონში პირველი ბაზარი იქნება. ეს არის რეგიონი, რომელიც ულამაზესი მთებით, მდინარეებითა და ოფროუდისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობებით გამოირჩევა. Grenadier სწორედ ასეთ გარემოში საუკეთესო გამოცდილების მისაღებად შეიქმნა. პირველ რიგში, მიზანი საქართველოში მომხმარებლების ნდობის მოპოვებაა, რის შემდეგაც კავკასიის სხვა ბაზრებზე გაფართოების შესაძლებლობებსაც განვიხილავთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არ არის დიდი მოცულობის წარმოებაზე გათვლილი ბრენდი. Grenadier არის გამორჩეული ხასიათის ავტომობილი, რომელსაც ერთგული და მოტივირებული მომხმარებლები ჰყავს.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც გულისხმობს საუკეთესო მომსახურებისა და გამოცდილების შეთავაზებას, ასევე გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამავე პრინციპებს იზიარებს თეგეტა, რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი დისტრიბუტორი, რომელიც პარტნიორად ავირჩიეთ. პრემიუმ და სპეციალიზებული ბრენდების ფართო სპექტრის წარმომადგენლობის გამოცდილება, რომელიც ამ კომპანიას აქვს, ჩვენს სამიზნე მომხმარებელს იდეალურად შეესაბამება".
დღეს მსოფლიოს გზებზე 36 000-ზე მეტი Grenadier დადის. მის სამოდელო ხაზში შედის Station Wagon, კლასიკური ხუთკარიანი 4x4 ავტომობილი, ხუთადგილიანი პიკაპი Quartermaster, პროფესიულ გამოყენებაზე ორიენტირებული Utility Wagon და სპეციალიზებული დანიშნულებისთვის შექმნილი Quartermaster Chassis Cab. სხვადასხვა ვერსია განსხვავებულ საჭიროებებს პასუხობს — Trialmaster უფრო რთული ოფროუდ პირობებისთვისაა განკუთვნილი, Fieldmaster კი დამატებით კომფორტსა და სათავგადასავლო-სამოგზაურო მიმართულებას აერთიანებს.
საქართველოში INEOS Automotive-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენლის, ავტო გალერის მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ როგორც ბრენდის ავტომობილების შეძენას, ისე გაყიდვების შემდგომი მომსახურებისა და სრული საგარანტიო სერვისის მიღებას.
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
-
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
გადახედვა
კომენტარები