PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ფოტო: PSP
PSP-ს ახალი კონცეფციის მესამე აფთიაქი თბილისში, ფალიაშვილის N87-ში გაიხსნა. ინოვაციური კონცეფციის პირველი აფთიაქი თბილისში, PSP-ს დაარსების ადგილას, პეკინის N67-ში, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში, ტბელ აბუსელიძის N13-ში, გაიხსნა.
PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქები მომხმარებელს თანამედროვე და განსხვავებულ გარემოში ახალი ბრენდებისა და ინოვაციური სერვისების აღმოჩენის შესაძლებლობას სთავაზობს. გარანტირებული ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანიდან სასურველი პროდუქტის შერჩევა ამ სივრცეში კიდევ უფრო მარტივი და კომფორტულია, განსაკუთრებული სადიაგნოსტიკო სარკე და ინოვაციური საპრეზენტაციო თარო კი თავის მოვლის პროდუქტების გაცნობას სრულიად ახალ გამოცდილებად აქცევს.
სადიაგნოსტიკო სარკე ინოვაციური ტექნოლოგიით შექმნილი მონიტორია, რომლის კამერა და პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებლის სახის კანის მდგომარეობას აანალიზებს. გამოვლენილი მდგომარეობების — ლაქების, ნაოჭების, თვალის გარშემო მუქი წრეების, სიმშრალის, ცხიმიანობისა და სხვა პრობლემების მიხედვით ეკრანზე ჩნდება პერსონალიზებული რეკომენდაციების შეთავაზება მისი კანის საჭიროებების მიხედვით.
მიღებული რეკომენდაციების გაცნობა მომხმარებელს QR კოდის დასკანერებით შეუძლია, სურვილის შემთხვევაში კი სასურველ ელექტრონულ ფოსტაზე მიღება.
ფოტო: PSP
ინოვაციური საპრეზენტაციო თარო მომხმარებელს პირველად სწორედ ახალი კონცეფციის აფთიაქში შეუძლია იხილოს. ახალ აფთიაქში წარმოდგენილია კორეული ბრენდის — მიზონის საპრეზენტაციო თარო, რომელიც მომხმარებელს პროდუქტის გაცნობას უფრო მარტივად და საინტერესო გამოცდილებად სთავაზობს. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, თაროზე განთავსებული პროდუქტის შესახებ საჭირო ინფორმაცია ეკრანზე მიიღოს, უკეთ გაიცნოს მისი შესაძლებლობები და მისთვის სასურველი პროდუქტი უფრო მარტივად შეარჩიოს.
მსგავსი საპრეზენტაციო თაროები შერჩეულ აფთიაქებში სხვადასხვა ბრენდის პროდუქტებით განთავსდება, რათა მომხმარებელს ახალი და საინტერესო მეთოდით პროდუქციის გაცნობა და მისთვის სასურველი არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო გაუადვილდეს.
საზეიმო ლენტი PSP-ს მარკეტინგის დირექტორმა ანო გოგიჩაძემ და ქსელის მართვის სამსახურის უფროსმა ნანა გვილავამ გაჭრეს. ახალი კონცეფციის აფთიაქის გახსნას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ინფლუენსერები და ცნობილი სახეები დაესწრნენ.
"PSP-ს ქსელის განვითარება ჩვენი მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მედიკამენტებისა და მსოფლიოში ცნობილი თავის მოვლის ბრენდების პროდუქტების კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას ემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აფთიაქი მხოლოდ საჭირო პროდუქტის შეძენის ადგილი არ იყოს და მომხმარებელს კომფორტული, საინტერესო და თანამედროვე გამოცდილება შესთავაზოს.
როგორც სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ინოვაციური წარმომადგენელი საქართველოში, PSP მუდმივად ნერგავს სიახლეებს როგორც ასორტიმენტის, ისე მომსახურების მიმართულებით. ახალი კონცეფციის აფთიაქიც სწორედ ამ იდეას აერთიანებს — მომხმარებელს შეუძლია ახალი პროდუქტები აღმოაჩინოს, თანამედროვე ტექნოლოგიები გამოსცადოს და პროფესიონალი ფარმაცევტებისა და კონსულტანტების დახმარებით მის საჭიროებებზე მორგებული არჩევანი გააკეთოს.
ფოტო: PSP
გახსნასთან დაკავშირებით ორი კვირის განმავლობაში მოხმარებლისთვის მოქმედებს განსაკუთრებული შეთავაზება — 5% ექსტრა ფასდაკლება ფარმაცევტულ პროდუქტებზე, ხოლო 10% — პარაფარმაცევტულზე, ყველა 50-ლარიან შენაძენზე კი სასაჩუქრე ქისები გადაეცემათ.
2026 წლის განმავლობაში კომპანიამ 16 ახალი აფთიაქი გახსნა, მათ შორის ახალი დიზაინით ბათუმსა და ქუთაისში, ახლა კი უკვე ახალი კონცეფციით თბილისში. ქსელის გაფართოების პროცესი გრძელდება და წლის ბოლომდე კიდევ 10-მდე აფთიაქი გაიხსნება, მათ შორის ახალი კონცეფციის აფთიაქი თელავში", — აცხადებენ PSP-ში.
შეთავაზებებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად თვალი ადევნეთ PSP აფთიაქის Facebook გვერდს.
-
"ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე "ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე
გადახედვა
-
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა 500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
-
ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები
გადახედვა
-
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
-
ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა
გადახედვა
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
კომენტარები