13 წლის ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს ორივე მშობელი — კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი დაესწრო. კონცერტი ჩიკაგოში მდებარე The Vic Theatre-ში გაიმართა.

ეს ერთდღიანი შოუ ნორთისა და რეპერ მოლი სანტანას ერთობლივი ტურნეს გაუქმებას მოჰყვა.

კონცერტიდან გავრცელებულ ვიდეოში ჩანან კარდაშიანი და ვესტი, რომლებიც ნორთის გამოსვლას თვალს დარბაზის სხვადასხვა მხრიდან ადევნებენ.

@parismatch North West performs her first solo concert in Chicago in front of Kim Kardashian and Kanye West North West gave her first-ever solo performance in Chicago on Saturday night. Kim Kardashian and Kanye West were both in the audience to support their daughter for this major milestone. A special first solo concert in her father’s hometown. Credit : @yzyupdates #whattowatch #kimkardashian #kanyewest #northwest #tiktokmusic ♬ son original - Paris Match

კიმმა ვესტთან განქორწინებაზე განაცხადი 2021 წლის თებერვალში შეიტანა, ხოლო პროცესი 2022 წლის ნოემბერში დასრულდა. ყოფილ წყვილს ოთხი შვილი ჰყავს: 13 წლის ნორთი, 10 წლის სეინტი, 8 წლის ჩიკაგო და 7 წლის ფსალმი.

ნორთის საფესტივალო დებიუტი 9 მაისს, Rolling Loud0-ზე შედგა — მისი მინი-ალბომის, N0rth4evr-ის გამოშვებიდან სულ რამდენიმე დღეში.

აპრილში ნორთი მამას ლოს-ანჯელესის SoFi Stadium-ზე გამართულ კონცერტზე შეუერთდა, სადაც მათ 2024 წლის კოლაბორაციები — Talking და Piercing on My Hand შეასრულეს.

ფოტო: People