ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
ფოტო: Lion Trans
11 სექტემბერს ბათუმში, ანბანის კოშკთან, Lion Auctions დაარსებიდან 1 წელს აღნიშნავს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გახდეთ მასშტაბური ავტოღონისძიების ნაწილი და ღია ცის ქვეშ გამოცადოთ მოგების ემოცია.
სტუმრებს შეეძლებათ სხვადასხვა კატეგორიის თანამედროვე, პრემიუმ, სპორტული და კლასიკური ავტომობილების დათვალიერება და ავტოაუქციონში მონაწილეობის მიღება. აუქციონის პროცესი სრულიად გამჭვირვალეა, რაც თითოეულ მონაწილეს აძლევს შანსს, რეალურ დროში ადევნოს თვალი შეთავაზებების ცვლილებას და გახდეს რჩეული ავტომობილის მფლობელი საუკეთესო პირობებით. დასწრება თავისუფალია. ასე რომ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეუერთდეს ადრენალინით სავსე შეჯიბრებას, ითამაშოს გონივრულად და იმოძრაოს გამარჯვებისკენ.
ფოტო: Lion Trans
მზად ხართ განსაკუთრებული ავტომობილისთვის? ცოცხალი აუქციონისთვის Lion Auctions-მა მანქანები საგულდაგულოდ შეარჩია ისე, რომ ყველა გემოვნების ავტომოყვარულმა გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი მოდელების სრული ჩამონათვალი და მათი ძირითადი მონაცემები ასეთია:
Toyota Camry 2025 — საწყისი ფასი $15 000
თანამედროვე და პრაქტიკული სედანი, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისა და კომფორტის მაძიებელი მყიდველებისთვის საინტერესო არჩევანია.
Lexus RX500h 2023 — საწყისი ფასი $30 000
თანამედროვე პრემიუმ კროსოვერი, რომელიც აერთიანებს კომფორტს, ტექნოლოგიურობასა და ჰიბრიდულ სისტემას.
BMW M440i 2020 — საწყისი ფასი $17 000
სპორტული ხასიათისა და გამორჩეული დიზაინის მქონე პრემიუმ BMW.
Mercedes-Benz GLE 53 AMG 2021 — საწყისი ფასი $25 000
პრემიუმ SUV, რომელიც აერთიანებს სივრცეს, კომფორტსა და სპორტულ შესაძლებლობებს.
BMW X5 M50i 2021 — საწყისი ფასი $25 000
ძლიერი და წარმომადგენლობითი პრემიუმ SUV, პრაქტიკულობისა და პერფორმანსის კომბინაციით.
Audi Q8 2023 — საწყისი ფასი $25 000
თანამედროვე პრემიუმ SUV, კუპეს სტილის სილუეტითა და გამორჩეული დიზაინით.
Porsche Panamera Turbo 2017 — საწყისი ფასი $25 000
სპორტული ოთხკარიანი ავტომობილი, რომელიც აერთიანებს Porsche-ის დინამიკასა და კომფორტს.
BMW 540 1995 — საწყისი ფასი $9 000
კლასიკური BMW სედანი, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა რეტრო მოდელების მოყვარულებისა და კოლექციონერებისთვის.
Mercedes-Benz W124 E300 1991 — საწყისი ფასი $2 500
ცნობილი კლასიკური მოდელი, გამორჩეული დიზაინითა და ინჟინერული რეპუტაციით.
Cadillac DeVille 1989 — საწყისი ფასი $4 000
ამერიკული კლასიკის წარმომადგენელი, ეპოქისთვის დამახასიათებელი მასშტაბური და გამორჩეული დიზაინით.
მათ, ვისაც 11 სექტემბრის აუქციონში მონაწილეობა და სასურველი ავტომობილის შეძენა სურს, მხოლოდ ორი ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ: წინასწარი რეგისტრაცია და დეპოზიტის განთავსება. ეს საუკეთესო შესაძლებლობაა სასურველი მოდელის ხელსაყრელი პირობებით დასასაკუთრებლად.
ავტოაუქციონში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ამ ბმულზე.
ღონისძიებაზე დასწრება, აუქციონში ჩართვის გარეშე, სტუმრის სტატუსითაც შესაძლებელია. ავტომოყვარულებთან და კოლექციონერებთან ერთად, საღამო საინტერესო იქნება ხარისხიანი გართობის მოყვარულთათვისაც. მათ შეუძლიათ ადგილზე შეიგრძნონ ლაივ-აუქციონის ემოცია, დაათვალიერონ ავტომობილები და საღამოს დასასრულს STEPHANE-ს ცოცხალი შესრულებითაც ისიამოვნონ.
რა დახვდება სტუმრებს აუქციონზე? ადრენალინით სავსე შეჯიბრება, აზარტული ბრძოლა განსაკუთრებული ავტომობილებისთვის, გამორჩეული მანქანების გამოფენა და საყვარელი ჰიტები.
აუქციონის განრიგი:
- 18:00 – 19:00 | სტუმრების მიღება & Welcome Drink
- 19:00 – 20:00 | ლაივ ავტოაუქციონი
- 20:30 – 22:00 | საღამოს მუსიკალური პროგრამა | STEPHANE
მოინიშნეთ ეს დრო: 11 სექტემბერს, 18 საათზე ეწვიეთ აუქციონს ბათუმში, ანბანის კოშკთან — დაათვალიერეთ ავტომობილები, ჩაერთეთ Lion Auctions-ის ცოცხალ ბიდინგში და დაისაკუთრეთ ავტომობილი.
Lion Auctions-ის შესახებ
Lion Auctions საქართველოში პირველი ამერიკული სტილის ცოცხალი ავტოაუქციონია, სადაც ავტომოყვარულები ავტომობილებს ადგილზე ათვალიერებენ და ღია ბიდინგის პროცესში მონაწილეობენ.
Lion Auctions Lion Group-ის ნაწილია, კომპანიის, რომელიც თითქმის ორი ათწლეულია ბაზარზეა. ამ ჰოლდინგმა ახალი გზები გაკვალა, შექმნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეკოსისტემა, დაიმსახურა პარტნიორთა სანდოობა მსოფლიო მასშტაბით და დღეს უკვე 11 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 19 წლის განმავლობაში მისი გუნდი ზრუნავს ახალ-ახალი, უნიკალური, მრავალფეროვანი და გონივრული სერვისების შემუშავებასა და დანერგვაზე პროგრესული ადამიანებისა და ბიზნესისთვის.
Lion Auctions-ის დახმარებით, ავტომოყვარულებს შეუძლიათ, შეარჩიონ და შეიძინონ მათთვის სასურველი ავტომობილი ლაივაუქციონით. კომპანია ამერიკის აუქციონებიდან ყოველკვირეულად წეროვნის ავტოსადგომზე საქართველოს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილების განთავსებას უზრუნველყოფს. ამერიკელი და ქართველი ექსპერტები დეტალურად აფასებენ მანქანის ტექნიკურ მდგომარეობას, ისტორიასა და ხარისხს, რათა მომხმარებლებს მაქსიმალურად სანდო და გამართული შენაძენი ჩააბარონ.
გარდა ამისა, Lion Auctions მომხმარებელს აძლევს გზაში მყოფი მანქანების შეძენის უნიკალურ შესაძლებლობას. ეს ნიშნავს, რომ მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ ავტომობილი, რომელიც უკვე შეძენილია ამერიკის აუქციონებზე და მალე ჩამოვა ფოთის პორტში.
Lion Auctions-ის კიდევ ერთ-ერთი უპირატესობაა კონკურენტული ფასები, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიიღოს საუკეთესო შეთავაზება ნებისმიერი ბიუჯეტის ფარგლებში და შეიძინოს მაღალი ხარისხის ავტომობილი ხელმისაწვდომ ფასად.
Lion Auctions მტკიცე, სტაბილური და პასუხისმგებლობიანი პარტნიორია ყველა იმ ადამიანისა და ბიზნესისთვის, რომელსაც სურს ავტომობილის დასაკუთრება.
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
-
გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე
გადახედვა
-
როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია
-
როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე
-
"ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე "ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ? ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ?
გადახედვა
-
ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი: დავით გარეჯთან დაკავშირებული დოკუმენტების შესახებ ჩემი ჩვენება ოქმში არ ასახულა ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი: დავით გარეჯთან დაკავშირებული დოკუმენტების შესახებ ჩემი ჩვენება ოქმში არ ასახულა
გადახედვა
კომენტარები