ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა
ფოტო: მამუკა ფიფია/ტელეგრამი
რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად მოხალისეობრივი ინტერნაციონალური დანაყოფი "გეორგიევსკი" ჩამოყალიბდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო სააგენტო TASS ავრცელებს. მათი ცნობით, დანაყოფის მეთაური საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და რუსეთის მხარეს მებრძოლი ომარ რომანოვ-ფარცხალაძეა.
"სწორედ რუსმა მიხეილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს 1945 წელს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე. ჩემი თანამემამულეების ყოველი მეოთხე ადამიანი თავისუფლებისთვის იბრძოდა. დარწმუნებული ვარ, რომ, ისევე როგორც მაშინ, მტრის დამარცხების სიმბოლოს კვლავ რუსი და ქართველი აღმართავენ.
ჩვენი თანამოაზრეებისა და მხარდამჭერების მიერ, რომლებიც ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების გაერთიანებას, ასევე ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვას ემხრობიან, ჩამოყალიბდა ინტერნაციონალური დანაყოფი "გეორგიევსკი", — განაცხადა მან და დააკონკრეტა, რომ სახელწოდება დაკავშირებულია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატთან, რომელმაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველი ხალხის ისტორიაში.
ფარცხალაძის თქმით, დანაყოფის მთავარი ამოცანაა, "ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს".
ყოფილი გენპროკურორი რუსულ მედიასთან ამბობს, რომ მან ნებაყოფლობით მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის მხარეს მონაწილეობა მიეღო უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამასთან, მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდანვე ის თავის გუნდთან ერთად აქტიურად ეხმარება ფრონტის ხაზზე მშვიდობიან მოსახლეობას.
"დღეს, როდესაც რუსეთი დასავლეთის ზეწოლის წინააღმდეგ იბრძვის საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, მზად ვარ, დავეხმარო სამშობლოს ლიდერის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში", — დასძინა მან.
მის ფოტოს Telegram-ზე რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი და პრორუსული პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ფიფია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის დეკემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იგი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად დაასახელა, რის შემდეგაც მის მიმართ ძებნა გამოცხადდა. 2026 წლის თებერვალში სასამართლომ მას ამ საქმეზე დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
გარდა ამისა, მას ბრალი აქვს წარდგენილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზეც და ამ საქმეზეც დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული.
- ოთარ ფარცხალაძეს და ელისო კილაძეს თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე წარუდგინეს ბრალი
- ლევან ჯაგველაძის საქმის პროკურორის თქმით, ოთარ ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისთვის შესაბამის ორგანოს მიმართეს
- ოთარ ფარცხალაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
- შსს: ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა ოთარ ფარცხალაძე-რომანოვმა დააორგანიზა
ამჟამად ფარცხალაძე რუსეთში იმყოფება და რუსეთის მოქალაქეა, რის გამოც მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი გართულებულია.
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს
-
ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა
გადახედვა
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
კომენტარები