წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2026 წლის II კვარტალში $468.8 მლნ შეადგინა, რაც 2025 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.2%-ით ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, კლება ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებით.

2026 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა $210.5 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.9%-ია. რეინვესტიციამ $300.5 მლნ შეადგინა და მისი წილი 64.1-ით განისაზღვრა.

2026 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი, წინასწარი მონაცემებით, ჩინეთია — $219.5 მლნ-ით, რაც მთლიანი პირდაპირი ინვესტიციების 46.8%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო $123.5 მლნ-ით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 26.3%-ს შეადგენს.

მესამეზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები, საიდანაც საქართველოში $47.7 მლნ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. მისი წილი მთლიან მოცულობაში 10.2%-ია.

ათეულში არიან: მალტა, თურქეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, გერმანია, რუსეთი და იაპონია.