ისლანდიამ აშშ-ის ელჩი მას შემდეგ დაიბარა, რაც დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც ისლანდია და სხვა ქვეყნები აშშ-ის დროშით იყო დაფარული, ხოლო მთელი ტერიტორია "ამერიკის შეერთებულ შტატებად" იყო მონიშნული.

ფოტოზე ამერიკის დროშის ქვეშაა მოქცეული ასევე: გრენლანდია, კანადა, მექსიკა, ცენტრალური ამერიკა და კარიბის ზღვის რეგიონი.

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თორგერდურ გუნარსდოტირმა აშშ-ის ელჩს ბილი ლონგს განუცხადა, რომ ტრამპის პოსტი "სრულიად შეუსაბამო" იყო. ლონგმა ისლანდიაში ელჩის თანამდებობა ოფიციალურად მხოლოდ გასულ თვეში დაიკავა.

ამავე რუკაზე აშშ-ს დროშითაა ასევე დაფარული: გრენლანდია, კანადა, მექსიკა, ცენტრალური ამერიკა და კარიბის ზღვის რეგიონი.

აშშ-ის მიერ გრენლანდიის ყიდვის შესახებ გაკეთებულმა ტრამპის განცხადებებმა ბოლო წლებში ვაშინგტონსა და კოპენჰაგენს შორის დაძაბულობა გამოიწვია. ორივე ქვეყანა NATO-ს დამფუძნებელი წევრია.

ტრამპის ეს პოსტი რამდენიმე საათში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციის შესახებ განაცხადა. დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა კი აღნიშნა, რომ გრენლანდიის მთავრობასა და მოსახლეობას არაერთხელ უთქვამთ, რომ მათ ამერიკელობა არ სურთ.