8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
ფოტო: Pompidou Centre, Malaga/ Getty Images
არქიტექტორები უკვე დიდი ხანია, რაც თავისი ნამუშევრების გასაცოცხლებლად ფერებს ოსტატურად იყენებენ. თვალისმომჭრელი ანტიკური ტაძრებით დაწყებული, ფერადი ბიბლიოთეკით დასრულებული — წარმოგიდგენთ 8 შენობას, სადაც ფერები არქიტექტურის განუყოფელი ნაწილია.
1. რანგანათას ტაძარი, ტამილ ნადუ, ინდოეთი
ფოტო: Rupesh Maurya/ Creative Commons
ფოტო: Tamilnadu Tourism
ინდოეთის სამხრეთში მდებარე შტატი ტამილ ნადუ ფერების გამოყენების უძველესი ტრადიციითაა ცნობილი. რანგანათას ტაძრის მშენებლობა ახ. წ. I საუკუნეში დაიწყო და XX საუკუნის მიწურულამდე გრძელდებოდა. შედეგად კი, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური კომპლექსი მივიღეთ.
2. კატალონიური მუსიკის სასახლე, ბარსელონა, ესპანეთი
ფოტო: Guardian Building
ფოტო: Palau de la Música
ეს 1908 წელს აგებული საკონცერტო დარბაზი ესპანეთის რეგიონის — კატალონიის სიმბოლოდ იქცა. არქიტექტორ ლუის დომენიკ ი მონტანერის დაპროექტებული შენობის არქიტექტურა მოდერნსა და რომანულ სტილებს გოთიკური აღორძინების ელემენტებთან აერთიანებს.
3. გარდიანის შენობა, დეტროიტი, აშშ
ფოტო: The Guardian Building
ფოტო: Michigan.Photography
უირტ როულენდის დაპროექტებულ 1929 წლის შენობას ადგილობრივები ფინანსების ტაძრის სახელით იცნობენ. ის მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული არტ-დეკოს სტილის ცათამბჯენია. შენობის ექსტერიერი თითქმის 2 მილიონი ფორთოხლისფერი აგურისა და ტერაკოტის ფილისგან შედგება. ინტერიერს კი სამსართულიანი თაღოვანი ჭერი ამშვენებს.
4. De Bijenkorf-ის მაღაზია, ეინდჰოვენი, ნიდერლანდები
ფოტო: BBC
ცნობების თანახმად, იტალიელმა არქიტექტორმა, დიზაინერმა და მხატვარმა ჯო პონტიმ ამ პროექტის შექმნისას შთაგონება თვითმფრინავის ფანჯრიდან დანახული ნიდერლანდების სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გეომეტრიული ორნამენტებიდან აიღო. ამხელა შენობის მიმზიდველად ქცევა ბევრი არქიტექტორისთვის შესაძლოა დიდ გამოწვევად ქცეულიყო, თუმცა არა პონტისთვის — ადამიანისთვის, რომელსაც მოდერნიზმის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის.
5. საცხოვრებელი კომპლექსი Reversible Destiny, ტოკიო, იაპონია
ფოტო: Reversible Destiny Foundation
ეს საცხოვრებელი პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებადამცველისა და მწერლის, ჰელენ კელერის ხსოვნას მიეძღვნა. შენობის შემქმნელ ხელოვან არაკავასა და პოეტ ჯინსს სურდათ, რომ მათ მიერ შერჩეულ ფერებს მაცხოვრებლებისთვის თავგზა აებნია.
6. მაიშიმას ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა, ოსაკა, იაპონია
ფოტო: HU-NET Corporation, Osaka
ქარხნის არქიტექტორი და ავსტრიელი ვიზუალური ხელოვანი ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერი 2000 წელს, შენობის დასრულებამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა. ის ცნობილი იყო მოდერნიზმის ერთფეროვნების უარყოფით და არქიტექტურას აღიქვამდა, როგორც განვითარებად ორგანიზმს.
7. ლეგანესის ცენტრალური ბიბლიოთეკა, ლეგანესი, ესპანეთი
ფოტო: Roland Halbe
ეს 2019 წელს აგებული საჯარო ბიბლიოთეკა და მუნიციპალური არქივი მისივე შინაარსის ვიზუალური მეტაფორაა. შენობის მომრგვალებულ გვერდებს კერამიკის ამოზნექილი ფასადი ფარავს, რაც ადგილობრივებს თაროებზე განთავსებული წიგნების რაოდენობასა და მრავალფეროვნებაზე მიანიშნებს.
8. კროიდონის კოლონადა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ფოტო: Gareth Gardner
კროიდონის 50-მეტრიანი საფეხმავლო სივრცე 16 გიგანტური სვეტისა და ორი დიდი კედლისგან შედგება. ადამ ნათანიელ ფურმანის მიერ 2023 წელს შექმნილი ნაგებობა ხელნაკეთი ფაიფურის ფილებითაა მოპირკეთებული. სვეტების ძირი მუქი ლურჯია, ზედა მხარე კი ნელ-ნელა ღიავდება.
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში 127 807.1 ათასი ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 152.2%-ია ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში 127 807.1 ათასი ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 152.2%-ია
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
-
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
გადახედვა
-
დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს
გადახედვა
-
ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
"ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე "ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე
გადახედვა
-
ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე
გადახედვა
-
სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება
გადახედვა
კომენტარები