9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ საერთაშორისო სამიტს დაესწრება — ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამიტზე, რომლის თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია, მთავარი განსახილველი თემებია: მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები. კობახიძე სამიტზე დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

"საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

სამიტზე, რომლის თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია, მთავარი განსახილველი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელსაც საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად მართავს.

საქართველოს პრემიერმინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან," — ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში.