TI: "ოცნების" დეპუტატ გიორგი ჭყონიას კომპანიას ₾1.3 მლრდ-ზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული
ბათუმის მერიის ა(ა)იპ "საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს" მიერ 2024-2026 წლებში გამოცხადებულ საგზაო ტენდერებში სისტემური კორუფციის ნიშნები ჩნდება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" კვლევის მიხედვით, 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 117 მსხვილი სამშენებლო ტენდერიდან გეოგრაფიული სიახლოვის ბარიერი — "30 კმ რადიუსის წესი" (ასფალტის ქარხნის ფლობა ან მიწოდების ხელშეკრულება ობიექტიდან 30 კილომეტრში) — მხოლოდ ბათუმის მერიის 5 ტენდერში იქნა გამოყენებული.
TI წერს, რომ ამ ხელოვნური ფილტრით კონკურენცია შეიზღუდა და 70 მილიონ ლარზე მეტი ჯამური ღირებულების შესყიდვები 3-მა კომპანიამ როტაციით გადაინაწილა. სამიდან ორი კომპანია მმართველი პარტიის მსხვილი დონორია:
შპს "გზა": 100%-იანი წილის მფლობელია ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ჭყონია. კომპანიას ჯამში 1.3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული (93%-იანი გამარჯვების მაჩვენებლით), ხოლო მასთან დაკავშირებულ პირებს მმართველი პარტიისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი აქვთ შეწირული.
|
შპს "ბონდი-2009": მოიგო 5-დან 2 ტენდერი. კომპანიას ჯამში 292 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული, ხოლო მის ოთხი თანამფლობელიდან სამს (ნუკრი დოლიძე, ოთარ ფუტკარაძე, დავით დევაძე) ქართული ოცნებისთვის 605 000 ლარი აქვთ შეწირული.
TI-ის ცნობით, ამ სისტემის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი შპს "გზის" მიერ მოგებული 29.2 მილიონი ლარის საგზაო ტენდერია, სადაც კომპანია ერთადერთი პრეტენდენტი იყო. ხელშეკრულების გაფორმებამდე 7 დღის განმავლობაში კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა ქართულ ოცნებას ჯამში 120 000 ლარი შესწირეს:
- 6 მარტს მალხაზ დუმბაძემ (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) — 30 000 ლარი.
- 10 მარტს ჯიმშერ ზოიძემ (წილის მმართველი) — 15 000 ლარი.
- 11 მარტს ჯემალ ჭყონიამ (ბიზნეს-პარტნიორი) — 15 000 ლარი.
- 12 მარტის გიორგი ჭყონიამ (მფლობელი, დეპუტატი) — 60 000 ლარი (ჩვეულებრივ წირავდა წლის მეორე ნახევარში).
ამის შემდეგ, 13 მარტის შპს "გზამ" 29,163,899 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.
TI წერს, რომ აღნიშნული ფაქტები კარგად ორგანიზებულ სისტემურ კორუფციაზე მიუთითებს, რომელიც კონკურენციას სპობს და ბიუჯეტს პარტიული ინტერესებისთვის იყენებს. TI აღნიშნავს, რომ მსგავს შემთხვევებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და პროკურატურამ ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიებით უნდა უპასუხონ.
სტატია სრულად იხილეთ აქ.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები