ფეისბუქსა და ლინკდინზე 10-დან 9 ინგლისური პოსტი AI-ის დაწერილია — კვლევა
ფოტო: Jacqui VanLiew / Getty Images
ადამიანების უმრავლესობა თავის პოსტებსაც კი აღარ წერს დამოუკიდებლად — ამ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევრები, რომლებმაც ინტერნეტსივრცეში ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული კონტენტის წილი შეისწავლეს. დასკვნა დამაფიქრებელია: კვლევის პერიოდში, 2024 და 2025 წლებში გამოქვეყნებული პოსტების, დაახლოებით, 90% ხელოვნური ინტელექტის დაწერილია.
"ჩვენ შევისწავლეთ 40 ათასი ინგლისურენოვანი პოსტი ლინკდინსა და ფეისბუქზე, და შევადარეთ ამავე ავტორების მიერ წლების წინ გამოქვეყნებულ მასალებს", — წერს მედიისა და ჟურნალისტიკის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი მარიუს დრაგომირი, — "მოკლედ რომ გითხრათ, ადამიანების უმრავლესობამ საკუთარი პოსტების წერაც კი შეწყვიტა. 2024 წლის ბოლოდან მოყოლებული, 10 პოსტიდან, საშუალოდ, 9 დიდწილად ან მთლიანად AI-ით გენერირებულია.
"უმრავლეს შემთხვევაში, ტექსტი უცვლელადაა ხოლმე გადმოტანილი: ერთნაირი დასაწყისები, ერთნაირი ტონი, გრძელი აბზაცები, რომლებიც კარგად იკითხება, მაგრამ შინაარსს მოკლებულია. მგონი, უკვე ბევრი ვცნობთ ამ ახალ ენას, რომელიც გამართული კი ჩანს, მაგრამ არანაირ ფაქტს ან მსგავსს არ იშველიებს დასამოწმებლად და არც კონკრეტულ დასკვნებს არ აკეთებს. ამ ეტაპისთვის, მას შეგვიძლია ვუწოდოთ სინთეზური დაბალინფორმაციული ენა (SLIL)".
დრაგომირი ასევე მიუთითებს, რომ SLIL-ს უფრო მეტად ლინკდინზე იყენებენ, ვიდრე ფეისბუქზე. ამასთან, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული პოსტები ხშირად გვხვდება იმ სფეროებში, "რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ": პოლიტიკა, ჟურნალისტიკა, არასამთავრობო სექტორი. მეტიც, რაც უნდა ირონიული იყოს, AI-ით გენერირებულ კონტენტს იყენებენ ისინიც, ვინც დეზინფორმაციასთან მებრძოლად და მედიაწიგნიერების ქომაგად პოზიციონირდება.
რაც შეეხება გეოგრაფიულ მახასიათებლებს, SLIL-ს აშშ-სა და ბრიტანეთზე მეტად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იყენებენ.
კვლევის დასკვნით თანახმად, რადგან AI-ით გენერირებული პოსტები მეტწილად ადამიანის ჩარევის ან კონტექსტის ახსნის გარეშე ქვეყნდება, ეს მხოლოდ პროცესს კი არ ხდის მეტად ავტომატიზებულს, ტექსტს ძირითად მახასიათებლებსაც აკლებს: "ავტორისეული შეფასება, პერსპექტივა და მასალაზე პასუხისმგებლობაც გენერაციული სისტემების ხელში გადადის".
"რას გვეუბნება ეს ყველაფერი?", — წერს დრაგომირი, — "ბევრ რამეს. პირველ ყოვლისა, იმას, რომ, ჩემი ხედვით, საავტორო საქმიანობა ქრება. თუმცა, ეს ტენდენცია სამომავლოდ საზოგადოებრივი კომუნიკაციის სიჯანსაღეზე სხვაგვარადაც აისახება, ამდენად, იმედი გვაქვს, კვლევას გავაფართოებთ".
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
კომენტარები