მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი

30 Mar. 2026, 10:26

"ბევრი ვნებათაღელვაა, დაბნეულია ერი და ლაპარაკი მიდის იმაზე, თუ ვინ იქნება პატრიარქი, როგორ იქნება. მთავარი ეს კი არ არის, პატრიარქს გამოვირჩევთ, რა თქმა უნდა, ღირსეული იქნება ვისაც გამოვირჩევთ, აქ მთავარი არის ის, რომ ზოგი ამბობდა ამას დაუჭირეთ მხარი, იმას დაუჭირეთ.

მოდი ჩავთვალოთ, რომ დაბნეულები რომ ვიყავით, იმიტომ ვამბობდით მაგას, თორემ ქრისტიანმა ადამიანმა რომ მაგი დაიწყოს ხომ, ეს აირჩიეთ, ის აირჩიეთ, ეს ნიშნავს, რომ ქრისტესგან დაშორებულია. არჩევა ხომ სულიწმიდით ხდება. მეც ვერ ვეტყვი ეპისკოპოსს, არ ვკადრებ, ღმერთს არ ვკადრებ იმას, რომ ამას დაუჭირეთ მხარი, იმას დაუჭირეთ.
ვიცი მე, ვინც უნდა ავირჩიო. განა არ ვიცი?! [...]

დღეს მთავარია სინოდი ძლიერად ვიყოთ და როცა გამოვირჩევთ პატრიარქს, პატრიარქთან ერთად ვაკეთოთ ერთი საქმე. ის კი არ არის მთავარი ვინ იქნება იმიტომ, რომ ჩვენს პატრიარქზე დიდი, ვინც არ უნდა იყოს, მთელი სინოდი რომ აგვიღოთ, იმის ფასი არ ვართ, მაგრამ ძალიან ძლიერი სინოდი დაგვტოვა და უწმინდესმა რა საქმეც დაიწყო, ბოლომდე მისაყვანი გვაქვს. [...]
გგონიათ, რომ ვინმეს ჩავრევთ რაიმე გადაწყვეტილებაში?! — გამორიცხულია! უწმინდესი ჩემზე იძახდა, მეუფე ისეთი ადამიანია, ჩიხში და მსგავს რაღაცაში არ მოხვდებაო. საქმისთვის თუ საჭირო გახდა, თავით კლდეებსაც გადაანგრევს და გავაო. არავის მივცემთ საშუალებას ჩვენთან რომ ჩაერიონ. სასულიერო პირებს პირად თანადგომას ვეუბნები: ვინმეს გარედან შეწუხება თუ დაუწყეს, მითხრან და გარეთ არავის დავინდობ! მე ხშირად ჩემ თავს ვაზიანებ და არავის ვაძლევ საშუალებას ეკლესიაში ხელები აფათუროს. უფლის შეწევნით, ისევ ის ვარ, ვინც ვარ, უფრო გაძლიერებული ვარ ჩემი უწმინდესის. ერთი წამთ არ დავუტოვებივარ, ვგრძნობ ჩემთან არის."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

შემოდგომის დარჩენილი პერიოდი საკმაოდ თბილი იქნება, — ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური…