ბლოგერი, რომელიც პუტინს აკრიტიკებდა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსეს
ილია რემესლომ, კრემლის მომხრე ბლოგერმა, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მოულოდნელად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და უკრაინაში მიმდინარე ომი დაგმო, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ილია რემესლომ კარიერა პუტინის კრიტიკოსების მხილებით ააწყო, სანამ თავად არ გახდა ერთ-ერთი მათგანი. სამშაბათს გვიან ღამით მან Telegram-ზე თავის 90 000 გამომწერს გაუზიარა მანიფესტი სათაურით: "ხუთი მიზეზი, რის გამოც შევწყვიტე ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა".
მან განაცხადა, რომ პუტინმა "წამგებიანი ომი" წამოიწყო უკრაინაში, რომელმაც მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა და რუსეთის ეკონომიკა მისი მოქალაქეების კეთილდღეობის საზიანოდ გაანადგურა.
"ვლადიმერ პუტინი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ვლადიმერ პუტინი უნდა გადადგეს და წარსდგეს სასამართლოს წინაშე, როგორც ომის დამნაშავე და ქურდი", — დაწერა რემესლომ თავის პოსტში.
მოგვიანებით, სანქტ-პეტერბურგის გაზეთმა "ფონტანკამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რემესლო ქალაქის №3 ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. Reuters-მა ვერ შეძლო პირადად რემესლოსთან დაკავშირება ან იმის დადგენა, თუ როგორ მოხვდა იგი საავადმყოფოში.
ქალბატონმა, რომელმაც საავადმყოფოს ტელეფონს უპასუხა, Reuters-ს დაუდასტურა, რომ რემესლოს სახელის, მამის სახელისა და გვარის მქონე მამაკაცი მართლაც მიიღეს დაწესებულებაში. საავადმყოფოს თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობა არ გაამჟღავნა, აღნიშნა, რომ არ ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის და რა საფუძვლით გადაიყვანეს ბლოგერი საავადმყოფოში.
ცნობისთვის, რემესლო, 42 წლის იურისტი და კრემლის მიერ კონტროლირებადი სათათბირო ორგანოს ყოფილი წევრი, წარსულში სასტიკად აკრიტიკებდა გარდაცვლილ ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის — პუტინის ყველაზე თვალსაჩინო კრიტიკოსს, რომელიც 2024 წლის თებერვალში არქტიკის სასჯელაღსრულების კოლონიაში გარდაიცვალა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები