მომავალში ღეროვანი უჯრედები ინსულტის შემდეგ ტვინის აღდგენას შეუწყობს ხელს
ფოტო: Beka Mamukashvili/Zaal Kokaia/Facebook
ზაალ კოკაია ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორია 2011 წლიდან, ასევე ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი, ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიისა და რეგენერაციული მედიცინის „StemTherapy-ს“ სტრატეგიული კვლევითი პროგრამის კოორდინატორი.
გთავაზობთ ზაალ კოკაიას ინტერვიუს შვედეთის ტვინის ფონდთან:
დღეისათვის, ვარჯიში ერთადერთი სამკურნალო საშუალებაა, რაც შეგვიძლია ტვინის ინსულტიან პაციენტებს შევთავაზოთ: მათ, ვინც ინსულტით პარალიზებულია, დაკარგეს მგრძნობელობა ან მეტყველების უნარი. ლუნდში პროფესორ ზაალ კოკაიას კვლევითი ჯგუფი მკურნალობის ახალი მეთოდის დანერგვაზე მუშაობს. დაზიანებულ ტვინში ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია პაციენტის დაკარგული ფუნქციების აღდგენის იმედს იძლევა. ზაალ კოკაია ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამ მეთოდს დიდ შესაძლებლობებს უწინასწარმეტყველებს.
- ჩვენ ვიცით, რომ ღეროვან უჯრედებს დიდი პოტენციალი აქვთ, პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ისინი დაზიანებულ უჯრედებს ჩაანაცვლებენ, ამასთან, ისინი გამოიმუშავებენ სხვადასხვა ნივთიერებებს და ფაქტორებს, რომლებიც ღეროვანი უჯრედების გარემომცველ, ინსულტის შემდეგ გადარჩენილ ნერვულ უჯრედებს საშუალებას აძლევს, უკეთესად იმუშაოს.
ზაალ კოკაია და მისი თანამშრომლები ადამიანის კანის უჯრედებიდან აღებულ ღეროვან უჯრედებს იყენებენ, რომლებსაც ჯერ ე.წ. პლურიპოტენტურ ღეროვან უჯრედებად „გადააპროგრამებენ“. ღეროვანი უჯრედებზე შემდგომი ზემოქმედებით ისინი ისეთ თვისებებს იძენენ, რომლებიც ტვინში ტრანსპლანტაციის შემდეგ მათ ნერვულ უჯრედებად გარდაქმნის.
- ჩვენ ეს უჯრედები იმ ვირთაგვების და თაგვების ტვინში გადავნერგეთ, რომელთაც ადამიანის ინსულტის მსგავსი დაზიანებები ჰქონდათ და ვნახეთ, რომ უჯრედები გადარჩა, სხვა ნერვულ უჯრედებთან კავშირი დაამყარა და დაზიანების გარშემო არსებული ნერვული ქსელის ნაწილი გახდა. თანაც აღმოჩნდა, რომ ღეროვანი უჯრედები მათ გარშემო მყოფ სხვა უჯრედებზეც პოზიტიურ გავლენას ახდენენ.
უჯრედების გადანერგვის შემდეგ მეხსიერება უმჯობესდება
ის, რომ გადანერგილ უჯრედებს სხვა ნერვული უჯრედებიდან სიგნალების მიღება და გაგზავნა შეუძლია, ამ მეთოდის ფუნქციონირების წინაპირობაა.
- ამ უჯრედების გადანერგვის შემდეგ საცდელი ცხოველების მოძრაობის უნარი უმჯობესდება. ჩვენ შევძელით გადანერგილი უჯრედების ელექტრული აქტივობის ჩაწერა. მაგალითად, როცა თათს ვეხებით, გადანერგილი უჯრედები ამ შეხებაზე, ანუ გამღიზიანებელზე, რეაგირებენ და ამის რეგისტრაცია ჩვენ მოვახერხეთ. წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ გადანერგილ უჯრედებს ინსულტით დაქვეითებული მეხსიერების და სხვა კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებაც შეუძლია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ინსულტის გადატანის შემდგომ ბევრი პაციენტის კოგნიტური უნარები უარესდება.
მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მკვლევრებმა უნდა გადაჭრან, არის რამდენ ხანს იცოცხლებენ გადანერგილი უჯრედები და მოქმედებს თუ არა ეს მეთოდი ასაკოვან ცხოველებში. ხანდაზმულ ადამიანებში ინსულტი გაცილებით უფრო გავრცელებულია, თუმცა ეს დაავადება ახალგაზრდებშიც გვხვდება.
- კვლევებმა გვაჩვენა, რომ გადანერგილი უჯრედები სულ მცირე ექვს თვეს ცოცხლობენ. ეს ვირთაგვების სიცოცხლისთვის დიდი პერიოდია. ისიც ვნახეთ, რომ ხანდაზმული ინსულტიან ცხოველებში გადანერგილი ღეროვანი უჯრედები გადარჩება, ნერვულ უჯრედებად გარდაიქმნება, მასპინძლის ტვინის ქსელში ჩაერთვება და განსაზღვრულ ფუნქციებს აუმჯობესებს. ეს იმედს გვაძლევს, რომ მომავალში ეს მეთოდი ინსულტგადატანილ ხანდაზმულ პაციენტებშიც შეგვეძლება გამოვიყენოთ.
ინსულტი რთული დაავადებაა, რომელსაც მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი სჭირდება
ჯერ კიდევ ბევრი კვლევა უნდა ჩატარდეს, ვიდრე ამ მეთოდს პაციენტებზე გამოიყენებენ, თუმცა ზაალ კოკაიას ოპტიმისტური განცხადებით, ცხოველებზე ცდები იქამდე მიგვიყვანს, რომ მეთოდი მომავალში ადამიანებზეც გამოიცადოს. დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო კვლევა, რომელიც ღეროვანი უჯრედების პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებას ეხებოდა და, რასაკვირველია, აქედან მიღებული ბევრი გაკვეთილი ტვინის ინსულტისაც შეგვიძლია მივუსადაგოთ.
- ინსულტი რთული დაავადებაა და სხვადასხვა გზით მკურნალობას საჭიროებს. მწვავე სტადიის სამკურნალოდ არსებობს პროცედურები, რომლებიც სისხლის კოლტს შლის ან აქრობს. მეთოდი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, მიზნად არ ისახავს მწვავე სტადიის მკურნალობას, ეს მეთოდი აღადგენს დაზიანებულ ტვინს ისე, რომ პაციენტს დაკარგული ფუნქციები უბრუნდება. ჩვენ გვჯერა, რომ ღეროვან უჯრედებს შეუძლია ვარჯიშის და რეაბილიტაციის ეფექტის გაუმჯობესება და ამიტომაც მომავალში სავარაუდოდ ეს მეთოდი ინსულტგადატანილ პაციენტებს დიდ დახმარებას გაუწევს.
შვედურიდან თარგმნა ნატო კვარაცხელიამ
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა

კომენტარები