წულუკიანი ნარკოპოლიტიკაზე: ლიბერალური ნაბიჯებით უნდა მივიდეთ დეკრიმინალიზაციამდე
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 2013 წლიდან ის მხარს უჭერს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასა და შემდგომ უკვე დეკრიმინალიზაციასაც.
მინისტრის თქმით, თანმიმდევრულობის გარეშე დეკრიმინალიზაციის მიღწევა რთული იქნება:
"ვფიქრობ, როგორც ამ საბჭოს [ნარკოპოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო] თავმჯდომარე, ლიბერალიზაციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, რომ სწორედ ნაბიჯ-ნაბიჯ, ლიბერალური ნაბიჯებით უნდა მივიდეთ დეკრიმინალიზაციამდე".
მისი განცხადებით, ზოგიერთი დაინტერესებული მხარე არასწორი წარმოდგენის გამო "გაუაზრებელ განცხადებას" აკეთებს. წულუკიანის თქმით, 2013 წლიდან უწყებათაშორისმა კომისიამ ბევრი იმუშავა, რათა "რევოლუციური ნაბიჯები" გადაედგა:
"სოზარ სუბართან და არჩილ თალაკვაძესთან ერთად ჩვენ შევძელით - და მე ვიყავი ამისი მონაწილე, რომ ციხეებში ის უნიკალური პროცესი დანერგილიყო, რაც ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი, ადამიანის უფლებებზე მორგებული კომპონენტი აღმოჩნდა ყველა ობიექტური შემფასებლის შეფასების თანახმად. ასევე, ჩვენ, საბჭო ვიყავით იმისი მონაწილე, რომ სერგეენკომ გადადგა შესანიშნავი ნაბიჯი და გაუქმდა მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმადაც, ზედოზირების შემთხვევაში ექიმი მანამდე ვალდებული იყო, პაციენტთან მისვლამდე პოლიცია ჩაერია საქმეში. იუსტიციის სამინისტრო გახლდათ ინიციატორი, მიუხედავად მაშინდელი პრემიერის წინააღმდეგობისა, რომ ემუშავა პროკურატურასთან, და იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და მე და ირაკლი შოთაძეს გვქონდა ერთნაირი გაგება საკითხისა, შევძელით და გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, როდესაც გავმიჯნეთ სისხლის სამართლის კოდექსში მოხმარებისა და გასაღების მუხლები".
მინსტრმა ორშაბათს, 16 ოქტომბერს თეთრი ხმაურისა და სხვა ნარკოპლატფორმების წარმომადგენლებთან დაგეგმილი უწყებათაშორისი სხდომა გააუქმა:
"ეს სხდომა აღარ ჩატარდება მანამ, სანამ სიტუაცია არ დაუბრუნდება მშვიდ მდგომარეობას და ყველა არ გავიაზრებთ იმას, რომ დეკრიმინალიზაციამდე გზა გადის ლიბერალიზაციაზე. რომ ყველა დაინტერესებული ძალოვანი სტრუქტურა უნდა იყოს ამაში ჩართული და პარლამენტში უნდა იყოს კონსენსუსი".
თეთრი ხმაურის მოძრაობამ თეა წულუკიანისგან განმარტება მოითხოვა თუ რას გულისხმობდა ის "ლიბერალიზაციის" ბუნდოვან ტერმინში. მათთვის გაუგებარია რამ განაპირობა მინისტრის პოზიციის ცვლილება, რადგან ნარკოპოლიტიკის ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი თეა წულუკიანიც იყო.
მათივე თქმით, ინიცირებული კანონპროექტი მინისტრის მიერ წლების წინ შემუშავებული კანონპროექტის პრინციპებზეა შემუშავებული:
"მიგვაჩნია, რომ დღევანდელ სენსიტიურ პერიოდში, როდესაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ყურადღება მიპყრობილია აღნიშნული საპარლამენტო პროცესისკენ, მინისტრის ასეთი ზედაპირული განცხადება არის დამაზიანებელი და უპასუხისმგებლო ნაბიჯი".
გუშინ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის მომხრეა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის, მაგრამ მისივე აზრით, "არამც და არამც არ უნდა მოხდეს სრული დეკრიმინალიზაცია".
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
კომენტარები