RSF: ვგმობთ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინებას, შევიწროებასა და სამართლებრივ დევნას
RSF-მა (რეპორტიორები საზღვრებს გარეშე), CMIS-თან (მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი) პარტნიორობით და CMIS-ის მონაცემების გამოყენებით, საქართველოს მედიაგარემოს შესახებ ბოლო ერთ წელიწადში — 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდზე ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში RSF დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინებას, შევიწროებასა და სამართლებრივ დევნას გმობს.
"RSF გმობს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინებას, შევიწროებასა და სამართლებრივ დევნას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ავტორიტარული უკუსვლა", — წერია ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტთა დაკავებები ასახავს იმას, თუ "როგორ იქცა საქართველო ქვეყნად, სადაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ ყოველთვიურად თითქმის 50 ინციდენტი ფიქსირდება."
"შაბათს, 22 ნოემბერს, საღამოს, TV პირველის ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილი, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გაშუქებისას გაუჩინარდა; რამდენიმე საათში პოლიციამ დაადასტურა მისი დაკავება. ადვოკატი არაადამიანურ მოპყრობაზე მიუთითებდა. მისი ინფორმაციით, ჟურნალისტი რამდენიმე საათის განმავლობაში ბორკილებით, უკან შეკრული ხელებით ჰყავდათ, არ დაარეკინეს ადვოკატთან, გარდა ამისა, გააშიშვლეს და ე.წ. ბუქნები გააკეთებინეს. ასევე, პირველივე საათებში მას ჩამოერთვა ადვოკატთან დაკავშირების უფლება. ორი კვირით ადრე, პოლიციამ ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი, ლიზა ციციშვილი, იქამდე კი პლატფორმა Mediachecker.ge-ს რეპორტიორი, ნინია კაკაბაძე, დააკავეს პროტესტის გაშუქების შემდეგ. ეს დაკავებები ასახავს იმას, თუ როგორ იქცა საქართველო ქვეყნად, სადაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ ყოველთვიურად თითქმის 50 ინციდენტი ფიქსირდება", — წერია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ოცნების პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების შემდეგ, საქართველოში პრესის თავისუფლება მკვეთრად გაუარესდა.
ანგარიშის მიხედვით, მედიის მიზანმიმართული შეზღუდვის სტრატეგიის ცენტრში ბიძინა ივანიშვილია. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ "საქართველო "რეპორტიორების საზღვრებს გარეშე" მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში ორ წელიწადში 36 პოზიციით დაქვეითდა და 180 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან 114-ე ადგილი დაიკავა."
"ამ სტრატეგიის ცენტრში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია — რომელიც"რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ" ცოტა ხნის წინ, 2025 წლის პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაში დასახელდა; ივანიშვილი გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ხასიათის განსაზღვრასა და დაუსჯელობის კლიმატის დამკვიდრებაში. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, არსებული პრობლემების დაკნინება, "რეპორტიორები საზღვრების გარეშეს" დიკრედიტაციითა და ორგანიზაციის "დიფ
სთეითის" ინსტრუმენტად მოხსენიებით სცადა. დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ეს თავდასხმა რეპრესიების უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია. საქართველო "რეპორტიორების საზღვრებს გარეშე" მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში ორ წელიწადში 36 პოზიციით დაქვეითდა და 180 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან 114-ე ადგილი დაიკავა", — წერია ანგარიშში.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები