ხაბეიშვილის ადვოკატის თქმით, გამოკითხვის ოქმში გდდ-ს 3 თანამშრომელი აცხადებს, რომ ხაბეიშვილის შეთავაზება შეურაცხყოფად მიიღეს
ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით საქმეში არსებულ პატაკში გდდ-ს სამი თანამშრომელი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ინტერვიუს მოუსმინეს და თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. გდდ-ს თანამშრომლების "შეფასებით", ეს პოლიციისთვის ქრთამის შეთავაზება იყო.
კონდახიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება სუს-ის წარდგენილ მეორე ბრალდებას, რომ ის მოქალაქეებს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ მოუწოდებდა. ადვოკატის განმარტებით, საქმეში არსებულ ინტერვიუებში, ხაბეიშვილი მოქალაქეებს ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობისკენ მოუწოდებს.
"ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარუდგინეს სსკ-ის ორი მუხლით. ერთი მუხლით, მას ედავებიან იმას, რომ საჯაროდ მოუწოდებდა ხელისუფლების ძალადობით დამხობისკენ თითქოს, და მეორე — როდესაც საუბარი იყო საჯაროდ, ათი ათასობით პოლიციელისთვის ქრთამის შეთავაზებაზე. რა თქმა უნდა, ორივე ეს ბრალდება არის სამართლებრივად აბსურდული. საქმეში მტკიცებულებები, რაც მოვასწარით და გადავხედეთ, არის პოლიციელების პატაკები და მათი გამოკითხვის ოქმები, რომლებშიც გდდ-ს სამი თანამშრომელი აღნიშნავს, რომ მოისმინეს ლევანის ინტერვიუ საჯაროდ, სადაც საუბარი იყო ჯილდოზე, ეს მიიღეს შეურაცხყოფად და მათი შეფასებით, ეს არის პოლიციისთვის ქრთამის შეთავაზება.
რაც შეეხება მეორე ბრალდებას — საჯარო სივრცეში, ასევე სუს-ის თანამშრომელი აკეთებს პატაკს, რომ ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებს ხალხს მშვიდობიანი რევოლუციისკენ, მშვიდობიანი დამხობისკენ და ამ პატაკის საფუძველზე მას წარედგინა მეორე ბრალდება, რაც გულისხმობს ხელისუფლების ძალადობით დამხობას. თავისთავად, ჩვენ გავეცანით ბრალდებას, ლევანი არ დაეთანხმა. მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მის ქმედებაში, როგორც იურისტი, რა თქმა უნდა, ვადასტურებ, რომ არ არის არავითარი დანაშაულის შემადგენლობა. ველოდებით აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლო პროცესს, სადაც ვეცდებით მივაწოდოთ ჩვენი არგუმენტაცია სასამართლოს," — განაცხადა კონდახიშვილმა.
შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და 317-ე მუხლით წარედგინა. 339-ე მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, 317-ე მუხლი — საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
პროკურატურა ლევან ხაბეიშვილისთვის, აღმკვეთი ღონისძიების, სახით პატიმრობას მოითხოვს.
სუს-მა ენმ-ის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი საჯარო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავა. უწყება ხაბეიშვილს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებული განცხადების გამო ედავება, სადაც ოპოზიციური ლიდერი სამართალდამცავებს მმართველი პარტიის მითითებების არ შესრულებისკენ მოუწოდებს და სანაცვლოდ 200 000 დოლარს ჰპირდება.
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები