სტივენ დაუთის თქმით, საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია
დიდი ბრიტანეთის ევროპის მინისტრი, სტივენ დაუთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მან მმართველი პარტიის წარმომადგენლის ბლერ მაკდუგალის მიერ თემთა პალატიდან გაგზავნილ კითხვას უპასუხა, იმის შესახებ თუ რა შეფასება მისცა ბრიტანეთის საგარეო უწყებამ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების სისხლის სამართლის დევნისა და საზოგადოების რეპრესიების პოტენციურ შედეგებს. მის კომენტარს TV პირველი ავრცელებს.
სტივენ დაუთიმ, კითხვაზე საპასუხოდ ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით ბლერ მაკდუგალს დეტალური ანგარიში ჩააბარა. მან ხაზი გაუსვა საჯარო განცხადებებსა და პირად შეხვედრებს. მათ შორის, დაუთი იხსენებს ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრასაც.
"სერიოზულად გვაწუხებს ქართველი ოპოზიციონერებისთვის ბოლო დროს გამოტანილი განაჩენი. ეს სასჯელი აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს მომავალ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის დაბლოკვას. 23 ივნისს მე მოვუწოდე ქართულ ოცნებას, შეეწყვიტა სასამართლოების ბოროტად გამოყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად და გაეთავისუფლებინა ყველა პოლიტიკური პატიმარი. ჩვენ კვლავ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში გაუარესებულ სიტუაციას.
1-ელ ივლისს მე ვუხელმძღვანელე საგანგებო შეხვედრას მსგავსი შეხედულებების მქონე ევროპელ დემოკრატიებთან საქართველოსთან დაკავშირებით, რათა შეგვეფასებინა სიტუაცია და გვემსჯელა როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაგირება. ასევე ჩვენმა ელჩმა საქართველოში ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმებთან დაკავშირებით ჩვენი წუხილი გადასცა," — განაცხადა სტივენ დაუთიმ.
დიდი ბრიტანეთის ევროპის მინისტრის თქმით, კვლავ განიხილავენ საპასუხო ნაბიჯებს და კვლავ მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
"ჩვენ კვლავ განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რათა ვუპასუხოთ ბოლო მოვლენებს. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მტკიცე რჩება, და ჩვენ მზად ვართ, დავუჭიროთ მხარი ქვეყნის დაბრუნებას ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიულ ნორმებთან", — აღნიშნა სტივენ თაუთიმ.
- ბენჟამინ ჰადადი: სტივენ დაუთის ინიციატივით საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
- "ვგმობთ არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სივრცის დახურვასაც" — სტივენ დაუთი საქართველოში ოპოზიციონერების დაკავებაზე
- სტივენ დაუთი: ქართულმა ოცნებამ უნდა შეწყვიტოს განსხვავებული აზრის გაჩუმება და გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი
- სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, სტივენ დაუთის შეხვდა
- ევროპისა და აშშ-ის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრი: საქართველოს ხელისუფლებამ ყველა დარღვევა უნდა გამოიძიოს
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
კომენტარები