აზერბაიჯანის პარლამენტმა კასპიის ზღვის ხელოვნურ კუნძულებზე კაზინოების გახსნას მხარი დაუჭირა
ფოტო: კასპიის ზღვის სანაპიროზე მშენებარე ხელოვნური კუნძული The Caspian Dream Liner — ოფიციალური ფოტო.
აზერბაიჯანის პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო, რომელიც კასპიის ზღვის ხელოვნურ კუნძულებზე კაზინოების გახსნის საშუალებას იძლევა. კანონპროექტი მესამე და საბოლოო მოსმენით სამშაბათს დამტკიცდა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კაზინოები მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე იმუშავებს და სახელმწიფო კონტროლი, ლიცენზიის მოთხოვნის მომენტიდან დაწყებული, მათი ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში მოხდება.
კანონის თანახმად, კაზინოების მფლობელობა და მართვა მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს შეეძლებათ, რომლებიც შეესაბამებიან ფინანსური გამჭვირვალობის და სხვა შესაბამის მოთხოვნებს.
პროსამთავრობო მედია სააგენტო APA იუწყება, რომ აზარტული თამაშების ლიცენზიის წლიური ღირებულება ₼340,000-ს (დაახლოებით $200,000) შეადგენს.
"დადგენილი სახელმწიფო მოსაკრებლის წლიური ნაწილი გადაიხდება ყოველწლიურად ლიცენზიის გაცემის დღიდან", — ნათქვამია კანონში.
კაზინოებში თამაში მხოლოდ 21 წელს ზემოთ პირებისთვის იქნება დაშვებული.
კანონმდებლობა ასევე განსაზღვრავს, რომ კაზინოები იმუშავებენ მხოლოდ ხელოვნურ კუნძულებზე, რომლებიც კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.
ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე პროექტი ხელოვნური კუნძულებისა და ნახევარკუნძულების შესაქმნელად კასპიის ზღვაში, მათ შორის ერთ-ერთი აზერბაიჯანელ რუს ბიზნესმენს ემინ აღალაროვს — პრეზიდენტ ალიევის ქალიშვილის, ლეილა ალიევას ყოფილ მეუღლეს უკავშირდება.
პროსამთავრობო გამოცემა Modern.az-ის ცნობით, დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ კაზინოების გახსნა გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს, განავითარებს ტურიზმის პოტენციალს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.
როდესაც Pravda.az-ის ჟურნალისტებმა პარლამენტარს ტაჰირ რზაიევს ჰკითხეს, იგეგმებოდა თუ არა კაზინოების გახსნა მთიან ყარაბაღში ტურიზმის განვითარების მიზნით, მან პასუხად თქვა, რომ ეს "მიუღებელია".
"ტურიზმის განვითარება შეიძლება ჯანსაღი მეთოდებით. პირველ რიგში, ადამიანების უმრავლესობას სძულს კაზინოები, რადგან ეს არის აზარტული თამაშები. ბევრი ადამიანი კარგავს ყველაფერს, იხდის ვალებს, თავს იკლავს ან მძიმე მდგომარეობაში ვარდება. არასწორია კაზინოების ლეგალიზაცია მიწებზე, რომლებიც ჩვენი ერისთვის წმინდაა და ოკუპაციისგან გათავისუფლდა", — განაცხადა რზაიევმა.
აზერბაიჯანში კაზინოები 1998 წლიდანაა აკრძალული, როდესაც ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა გამოსცა შესაბამისი დადგენილება.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა "აზერბაიჯანელი ხალხის ზნეობაზე მავნე გავლენის თავიდან ასაცილებლად და ეკონომიკაში სხვადასხვა გადახრის პრევენციის მიზნით — დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერებისა და საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბების ფონზე".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება.
საქართველოში OC Media-ის პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
კომენტარები