რობინ დანიგანი: "თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს თქვენი ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით"
ფოტო: საქართველოში აშშ-ის საელჩო
"დღესაც, ბევრს უწევს დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლა — პოლიტიკურ ოპონენტებს ემუქრებათ პატიმრობა, სამოქალაქო საზოგადოება სამიზნედ იქცა, ხოლო განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეები "რადიკალებად" იწოდებიან", — ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა. მის სიტყვას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
მან, სავარაუდოდ, ოცნების ხელისუფლებას მიმართა: "თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს თქვენი ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით".
ელჩის სიტყვას სრულად გთავაზობთ:
"მინისტრებო, პატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო მეგობრებო — მოგესალმებით!
გმადლობთ, რომ დღეს აქ ხართ. მადლობა გორის გოგონათა გუნდს და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ბენდს შესანიშნავი შესრულებისთვის. დიდი მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითებს იმისთვის, რასაც დღეს და ყოველდღე აკეთებთ.
დღეს აღვნიშნავთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 249-ე წლისთავს. ყოველ წელს, 4 ივლისს, ამერიკელები ვიკრიბებით, რათა აღვნიშნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს არის დრო, როდესაც ვცდილობთ გავიაზროთ, რას ნიშნავს იყო ამერიკელი და რას ნიშნავს სარგებლობდე დემოკრატიის ფუნდამენტური თავისუფლებებით.
წელს, ვიდრე ოდესმე, ვცდილობ უფრო ღრმად გავიაზრო დემოკრატიის არსი. მჯერა, რომ ისტორიის ეს მომენტი მოითხოვს დემოკრატიის, ჩვენი თავისუფლებების და მომავალი თაობებისადმი ჩვენი ვალდებულების ღრმად გააზრებას. ვფიქრობ, დემოკრატიის აყვავებისთვის სამი არსებითი ელემენტია საჭირო — დაპირება, ვალდებულება და ოპტიმიზმი. მსურს, თითოეულ მათგანს მოკლედ შევეხო.
პირველი — დაპირება.
დაარსებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გრძელი გზა განვლო. გვქონდა გამოწვევები, რთული მომენტები, ასევე სიამაყით, სიხარულითა და გამარჯვებით აღსავსე დღეები. მაგრამ ამ ისტორიულ ტალღებში ერთ რამეს ყოველთვის ვუბრუნდებოდით: საერთო დაპირებას, რომელიც გვაერთიანებს — რომ როდესაც თავისუფალ ხალხს ეძლევა უფლება ისაუბროს, იმსჯელოს, ილოცოს და ხმა მისცეს, საერთო სიკეთე იმარჯვებს. დაპირება, რომ თითოეული თაობა გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას, რათა უკეთესი მომავალი დავუტოვოთ ჩვენს შვილებს.
მჯერა, რომ ეს დაპირება ერთ-ერთი იმ მტკიცე კავშირია, რაც ამერიკელებსა და ქართველებს გვაერთიანებს. სწორედ ამიტომ, აშშ იყო და არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
ჩემი აქ ყოფნის დროს ვნახე ქართველების ძალისხმევა ამ დაპირების შესასრულებლად. ვიხილე რელიგიური თავისუფლება თბილისის გულში, ეკლესიების, სინაგოგებისა და მეჩეთების თანაარსებობა — ქართველი ხალხის მეგობრული სულისკვეთების მტკიცებულება.
მსმენია, რომ თითქოს ქართულ-ამერიკული პარტნიორობა მხოლოდ სიტყვებია. მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ასე არ არის — ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ქართველები და ამერიკელები ჭეშმარიტად იყვნენ პარტნიორები დემოკრატიის გზაზე.
შევხვდი ათასობით ქართველს — ფერმერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ექიმებს, ბიზნესმენებს — ვინც მითხრეს, როგორ შეცვალა მათ ცხოვრება ამერიკასთან პარტნიორობამ.
2008 წელს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ამერიკა აქ იყო. როდესაც ტანკები უკან იხევდნენ, ამერიკელი ინჟინრები და ჰუმანიტარული დახმარება უკვე მოდიოდა — იმიტომ, რომ ასე იქცევიან მეგობრები.
ასევე შევხვდი ქართველ სამხედროებს, მეცნიერებსა და სამართალდამცველებს, რომლებიც თავიანთ ამერიკელ კოლეგებზე, როგორც ძმებზე და დებზე, ისე საუბრობენ. ვმუშაობთ ერთად, რათა ორივე ქვეყანამ გააძლიეროს დემოკრატია.
4 ივლისი ასევე არის დრო, როდესაც ვუფიქრდებით მსხვერპლს, რომელიც თავისუფლებისთვის იქნა გაღებული.
ეს არის დღე, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ თავისუფლება თავისთავად არ მოდის. დღეა, როცა ჩვენს ვალდებულებაზე ვფიქრობთ მომავალი თაობების წინაშე.
და ეს მაძლევს საშუალებას გადავალ შემდეგ პრინციპზე — ვალდებულებაზე.
თავისუფლებების შენარჩუნების ფასი რეალურია. ჩვენმა სამხედროებმა ეს ძალიან კარგად იციან. მადლობა მათ, ვინც მზად არიან გადაიხადონ უმაღლესი ფასი.
დღესაც, ბევრს უწევს დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლა — პოლიტიკურ ოპონენტებს ემუქრებათ პატიმრობა, სამოქალაქო საზოგადოება სამიზნედ იქცა, ხოლო განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეები "რადიკალებად" იწოდებიან.
როგორც ვიცეპრეზიდენტმა თქვა: "თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს თქვენი ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით".
დემოკრატიის თავისუფლებები არ უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა. ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ მათი დაცვას. ჯონ კენედის სიტყვებით: "თავისუფლების ფასი არის მუდმივი სიფხიზლე".
და ბოლოს — ოპტიმიზმი.
მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი დემოკრატიის მიმართ, როგორც აშშ-ში, ასევე საქართველოში. ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ამერიკელებისა და ქართველების უმრავლესობა იზიარებს დემოკრატიის ღირებულებებს. ოპტიმიზმის წყაროა ისიც, რომ ორივე ქვეყნის ახალგაზრდობა განსაკუთრებულია — მათგან შთაგონებას ვიღებ.
მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის საელჩოს გუნდს და USAID-ის თანამშრომლებს, ასევე ჩვენს სპონსორებს, რომლებიც გვიჭერენ მხარს და იზიარებენ ჩვენი მეგობრობის მნიშვნელობას.
როგორც ბევრმა იცით, მე და ჩემმა მეუღლემ ჰარიმ, 33-წლიანი დიპლომატიური სამსახურის შემდეგ, გადავწყვიტეთ კარიერის დასრულება და ამ თვის ბოლოს დავტოვებთ ამ საოცარ ქვეყანას.
საქართველოში ჩამოსვლის დღიდან თქვენ გაგვიღეთ თქვენი გულები და სახლები. და გვაგრძნობინეთ, რომ ქართულ ოჯახს ვეკუთვნოდით. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს მეგობრები. ჩემი გულის ნაწილი აქ დარჩება. არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიული მომავლის რწმენას.
დასასრულ, მსურს შემოგთავაზოთ სადღეგრძელო — გაუმარჯოს დემოკრატიის დაპირების ძალას, ჩვენს ვალდებულებას მის დასაცავად და ჩვენს ოპტიმიზმს, რომ წარმატებას მივაღწევთ.
დაბადების დღეს გილოცავ, ამერიკა!", — ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ნიკოლოზ სამხარაძე კორეის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძე კორეის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს მთავრობამ NATO-სა და EU-ის ყოფილი საინფორმაციო ცენტრის შენობა აუქციონზე ₾35 მილიონად გაყიდა საქართველოს მთავრობამ NATO-სა და EU-ის ყოფილი საინფორმაციო ცენტრის შენობა აუქციონზე ₾35 მილიონად გაყიდა
გადახედვა
-
"ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს იყენებს" — რატომ მოხვდა თეთრი სახლის ანგარიშში საქართველო? "ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს იყენებს" — რატომ მოხვდა თეთრი სახლის ანგარიშში საქართველო?
გადახედვა
-
მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ
გადახედვა
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს
გადახედვა
-
სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
-
თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა
გადახედვა
-
მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
კომენტარები