ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ "ხვალ გაავრცელებს ვრცელ წერილს და საზოგადოებას "მის სიმართლეს" იტყვის. ღარიბაშვილის იმასაც წერს, რომ დღეიდან, მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
"ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!", — წერს ღარიბაშვილი და წერილს აქვეყნებს, რომელშიც წერია:
"დიტო ჩუბინიძისნაირმა, ირმა ინაშვილისნაირმა "მხარდამჭერებმა" და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი: 1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ. 2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) — ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გავეკარო პოლიტიკას და თუ "გადაგდებას გადაწყვეტ", კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო", — ნათქვამია წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაუგზავნეს.
2026 წლის 12 იანვარს სასამართლომ პროკურატურასა და ღარიბაშვილს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა და იგი დამნაშავედ ცნო. საქმე ეხებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებასა და ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას). მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ჯარიმა. ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული და ჩხრეკისას ამოღებული თანხა.
- ექსმაღალჩინოსნები საპყრობილეში — ვინ იმყოფება რუსთავის მე-12 დაწესებულებაში?
- "ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე
- ნინო წილოსანი: ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა არავისთვის იქნებოდა სასურველი
- ადვოკატი: ირაკლი ღარიბაშვილი არის მხნედ
- "არ ესმით [შვილებს] რატომ უნდა დაიჭირონ მამა, რომელსაც ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია" — მარიამ თამაზაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე
- "ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა" — გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე
- ადვოკატი: ირაკლი ღარიბაშვილს განესაზღვრა 5 წელი რეალური სასჯელი, პლუს ₾1 მლნ ჯარიმა, პლუს 2 მანქანის ჩამორთმევა
- ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს
-
ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
-
თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა
გადახედვა
-
რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა "რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს
გადახედვა
-
"თავისუფლების მოედნის" პოლიტიკური ექსპედიცია, პანკისისა და თუშეთის შემდეგ, ხევსურეთში გრძელდება "თავისუფლების მოედნის" პოლიტიკური ექსპედიცია, პანკისისა და თუშეთის შემდეგ, ხევსურეთში გრძელდება
გადახედვა
-
ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს
გადახედვა
-
ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა — სელენა გომესის ადვოკატი თაღლითობის საქმეზე სარჩელის გაუქმებას ითხოვს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა — სელენა გომესის ადვოკატი თაღლითობის საქმეზე სარჩელის გაუქმებას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები