თანამედროვე სამყაროში ეკონომიკური განვითარება დიდწილად დამოკიდებულია საერთაშორისო სისტემაში მონაწილეობაზე. ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის ექსპორტისა და იმპორტის ეფექტური მართვა ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. გლობალურ სავაჭრო ქსელებში აქტიური ინტეგრაცია აჩქარებს კაპიტალის შემოდინებას და აძლიერებს ადგილობრივ ინდუსტრიებს. კარგად სტრუქტურირებული საერთაშორისო თრეიდინგის სისტემა აადვილებს საინვესტიციო ჯგუფებისთვის კაპიტალის მოზიდვას და აჩქარებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საინვესტიციო კომპანია DMG Group კახი ჟორდანიამ 2022 წელს დააარსა პარტნიორებთან ერთად. დღეს კი, არასრული 5 წლის შემდეგ, ის უკვე ექვს სექტორში ოპერირებს. ეს მიმართულებებია ნავთობგადამუშავება, საერთაშორისო თრეიდინგი, უძრავი ქონების დეველოპმენტი, აგროსფერო, ავტოინდუსტრია და ენერგეტიკა. წლიდან წლამდე კომპანია ბაზარზე პოზიციებს აქტიურად ამყარებს, წარმატებაში კი მნიშვნელოვან როლს მოქმედების სტრატეგია თამაშობს.

DMG Group-ის სამოქმედო მოდელი მხოლოდ ცალკეული, თუნდაც წარმატებული, აქტივების შეძენას არ გულისხმობს. საინვესტიციო ჯგუფის მთავარი მიზანი ერთიანი მოქნილი ეკოსისტემის შექმნაა, რომლის ფარგლებშიც ყველა სექტორი ერთმანეთთან სინერგიაშია.

კომპანიის ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად, მართვაში არსებული აქტივები 130 მილიონ დოლარს აღწევს, ხოლო 2025 წლის მაჩვენებლებით შემოსავალი დაახლოებით 500 მილიონი დოლარი იყო. გუნდი აქტიურად ოპერირებს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებზე.

საინვესტიციო კომპანია DMG Group-ის ბიზნესმოდელის წარმატების მთავარი საფუძველი სწორედ კაპიტალისა და აქტივების მართვის ერთიანი პრინციპია. ყველა მიმართულება ერთი დიდი ეკოსისტემის წარმატებისთვის მუშაობს. ამ სტრუქტურაში არ არსებობს ცალკეული სეგმენტი, რომელიც დამოუკიდებლად იმართება, ერთის რესურსი მეორეს პირდაპირ აძლიერებს.

ახალ სექტორში შესვლამდე საინვესტიციო კომპანიის სპეციალისტების ერთ-ერთი მთავარი დავალება ახალი აქტივის თითოეული დეტალის სიღრმისეულად შესწავლა და უკვე არსებულ ვერტიკალთან თავსებადობის შეფასებაა.

ამ სტრატეგიის კარგი მაგალითია DMG Group-ის პორტფოლიოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, კომპანია Stonebridge. Stonebridge-ს თბილისთან ახლოს საკუთარ მასშტაბურ სასაწყობე მეურნეობას ფლობს და 2025 წლიდან თურქეთისა და ჩინეთის ბაზრებიდან მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები შემოაქვს. ის დეველოპერული მიმართულების ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელის საკვანძო რგოლია, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს სიღრმისეულად აკონტროლოს პროექტის მშენებლობის ხარისხი, ვადები და რესურსები. ასევე ამარტივებს მომარაგების ჯაჭვის ლოგისტიკას და მკვეთრად ამცირებს გარე მიმწოდებლების გავლენას კომპანიის საქმიანობაზე.

მსგავსი ლოგიკა მოქმედებს ინდუსტრიულ ნაწილშიც. ჯგუფის საქმიანობა დაფუძნების მომენტიდან ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ვაჭრობას უკავშირდებოდა. საქართველოში კომპანიამ პირველი ინვესტიცია სწორედ რუსთავის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოში განახორციელა. DMG-ს ჩართულობით საწარმომ დაახლოებით 20-ჯერ გაზარდა ბიტუმის წარმოება და დღეს უკვე საქართველოს ბაზრის 50%-ზე მეტს ამარაგებს. მანამდე ბიტუმი საქართველოში სრულად იმპორტირებული პროდუქტი იყო.

აღსანიშნავია, რომ რუსთავოილი ხუთი სახეობის ბიტუმს აწარმოებს, რომელიც სპეციალურად საქართველოს რეგიონების კლიმატურ პირობებზეა ადაპტირებული. პარალელურად გუნდი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო თრეიდინგშიც. დღეს საინვესტიციო ჯგუფი DMG აზია წყნარი ოკეანის რეგიონში ორმოცზე მეტ პარტნიორს ემსახურება ქვანახშირის და დიზელის მიმართულებით.

ეკოსისტემურმა მიდგომამ გაამარტივა პორტფოლიოს დივერსიფიკაცია და კომპანია წარმატებულად ჩაერთო აგროსფეროსა და ტრანსპორტის სექტორებშიც. აგრომიმართულებაში DMG Group კომპანია AgriTouch-ის თანადამფუძნებელი და პროექტ Sekoya-ს მთავარი საინვესტიციო პარტნიორია. აქტივები მოიცავს მოცვის პლანტაციებს გურიასა და სამეგრელოში, ასევე ნუშის ბაღებს ბოლნისში, თუმცა გუნდის კომპეტენცია მხოლოდ პლანტაციების მართვით არ შემოიფარგლება. პორტფოლიოს ეს მიმართულება აგრონომიულ კონსალტინგს, თანამედროვე სასათბურე სისტემებს, სამაცივრე საწყობების ინფრასტრუქტურასა და კვლევით საქმიანობას აერთიანებს.

ავტოინდუსტრიაში ჯგუფმა შეაბიჯა ჩინური პრემიუმ სეგმენტის ელექტრომობილების მწარმოებელ Li Auto-სთან ოფიციალური ექსკლუზიური პარტნორობით. მალევე კი დააფუძნა კომპანია Moveo, რომლის მთავარი მისიაც მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტრომობილების სწრაფი დამუხტვის ინფრასტრუქტურის განვითარებაა. კომპანია ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად თავადვე ქმნის პროგრამულ სისტემებს და ავითარებს მობილურ აპლიკაციას.

DMG Group-ის დივერსიფიკაციის მოდელი ერთ მთავარ პრინციპს მიჰყვება: ცალკეული აქტივი მაშინ ქმნის ღირებულებას, როცა ჯგუფის დანარჩენ მიმართულებებს აძლიერებს. სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს კომპანიის სამომავლო ხედვას.