სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, "შესაბამის განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. განკარგულების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარი გამოუყო", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.