პრემიერი: OGP-ის თავმჯდომარეობას ღია მმართველობის საფუძვლების განმტკიცებას მივუძღვნით
საქართველო ერთი წლით "ღია მმართველობის პარტნიორობის" ერთობის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რომელიც უკვე 75 ქვეყანას აერთიანებს. გაეროს შტაბ-ბინაში ამ მოვლენასთან დაკავშირებით თავმჯდომარეობის გადაბარების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც დაესწრო. გასულ წელს სწორედ საფრანგეთი თავმჯდომარეობდა ამ ორგანიზაციას. ღონისძიების დასაწყისში ცნობილი გახდა მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შესახებ, ამის გამო ცერემონიალი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საპატივცემულოდ წუთიერი დუმილით დაიწყო. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ნიუ-იორკში საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებიც იმყოფებიან.
გაეროს რეფორმირება იწყება. საქართველო იმ 130 ქვეყანას შორისაა, რომელიც გაეროს ახალი გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის გეგმას იზიარებს, რომელიც გლობალურ საფრთხეებთან ეფექტური გამკლავების მიზნით 1945 წელს დაარსებული ორგანიზაციის მოდერნიზებას ითვალისწინებს. ამ მოვლენების ფონზე, საქართველოს წელს, გაეროს ეგიდით 2011 წელს დაფუძნებული 75 ქვეყნის ერთობის "ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარეობა საფრანგეთმა გადმოაბარა. საქართველო ისტორიაში პირველად გახდა 75 წევრისგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარე. ორგანიზაციის მისიებს შორის სახელმწიფო უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აქტიური თანამშრომლობა და საჯარო დაწესებულებების საჯაროობაა. ოფიციალურ ცერემონიალზე, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც დაესწრო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წევრებს ერთწლიანი სამოქმედო ხედვა გააცნო:
"დღეს, როდესაც ინოვაციები და ტექნოლოგიები იქცა გლობალურ ეკონომიკაში წარმატებისკენ მიმავალ გზად, თავად ღია მმართველობის განსაზღვრებაც გაფართოვდა. ჩვენი მიზანია, მივუძღვნათ ჩვენი თავმჯდომარეობა ღია მმართველობის საფუძვლების განმტკიცებას, ანუ მივცეთ ხალხს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება".
საქართველოს დელეგაცია ნიუ-იორკში წელს ყველაზე მცირერიცხოვანია. ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და გამოწვევებზე შეხვედრებს პრემიერ-მინისტრი, საგარეო და იუსტიციის მინისტრები მართავენ. მთავარი დღე 21 სექტემბერია, როცა გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე მთავარი მოხსენებით გიორგი კვირიკაშვილი გამოვა. საგარეო საქმეთა მინისტრი მოხსენების შესახებ საუბრობს:
"ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად იქნას აღქმული შედეგები, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, ასევე ის გამოწვევები რომლის წინაშეც ვდგავართ. ეს არის გამოწვევები ოკუპაციის შედეგად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების პრობლემები, იძულებით გადაადგილებული პირები. ასევე რა თქმა უნდა ვისაუბრებთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც რეგიონშია. ეკონომიკურ განვითარებაზე, რეფორმებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს, რათა უფრო ინტეგრირებული იყოს რეგიონთან და მსოფლიოსთან და ასევე შესაბამისად უფრო ხელი შეუწყოს იმ განვითარებას, რომელიც საჭიროა რეგიონში სტაბილურობისთვის და მშვიდობისთვის".
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ქვეყანაში მიმდინარე მდგომარეობაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინს ესაუბრა. ის მანამდე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე მოგერინმა განაცხადა, საქართველო იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მისი და მაიკ პენსის შეხვედრის დროს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე გამოსვლის დროს საერთაშორისო გამოწვებებზე და გლობალურ პრობლემებზე - ბირთვულ საფრთხეზე, ქიმიურ იარაღზე, ტერორიზმთან ბრძოლის ერთიანობაზე, დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვაზე, უსაფრთხო გარემოსა და კლიმატურ ცვლილებებზე საუბრობდა. რა როლს თამაშობს საქართველო გლობალურ რუქაზე და რა ტიპის წინააღმდეგობას გაუწევს ის თანამედროვე საფრთხეებს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი ყველა მიმართულებით განიხილებოდეს. აქტიურად იდგეს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში. ყოველწლიურად ჩვენ გაგვაქვს რეზოლუცია, რომელიც დევნილთა დაბრუნების უპირობო უფლებას იძლევა და ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ რეზოლუციით არამედ საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხარდაჭერითაც შევძლებთ ამ მწვავე პრობლემის გადაჭრას", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, საქართველო გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში მონაწილეობს და ამაში არაერთი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლეც არის ჩადებული:
"რა თქმა უნდა, ჩვენი წვლილი მსოფლიოს მიერ არის დანახული და სათანადოდ დაფასებული. საქართველო იმ მისიებში მონაწილოებას გააგრძელებს, სადაც არის ახლა ჩართული და ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ არ არსებობს უსაფრთხო საქართველო უსაფრთხო რეგიონის და უსაფრთხო მსოფლიოს გარეშე".
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები