"ჩემი მისიის ნაწილია ზელენსკის მოსმენა" — ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში ჩავიდა
ფოტო: Reuter
რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ Sky News წერს.
კელოგი დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ის ამბობს, რომ კარგია კვლავ კიევში დაბრუნება
"მე ვაპირებ საუბარს პრეზიდენტ ზელენსკისთან", — დასძინა მან.
კითხვაზე, რა არის მისი მესიჯი, მან თქვა: "ჩვენ მას მოვუსმენთ".
"გვესმის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება. ჩემი მისიის ნაწილია მოსმენა. შემდეგ დავბრუნდები შეერთებულ შტატებში, დაველაპარაკები პრეზიდენტ ტრამპს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორად გავიგეთ", – განაცხადა კელოგმა.
გუშინ ერ-რიადიში უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაზე აშშ-ს და რუსეთის მაღალჩინოსნებმა იმსჯელეს. მოლაპარაკებაზე მიწვეული არ იყო უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი. მისი თქმით, მიწვევის შემთხვევაშიც კი არ ჩავიდოდა შეხვედრაზე, რადგან უკრაინა არ მონაწილეობდა მის მომზადებაში. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა არ მიიღებს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მისი ქვეყნის ბედთან დაკავშირებით მიღწეულ რაიმე შეთანხმებებს, რომლებიც უკრაინელების მონაწილეობის გარეშე იქნება მიღებული.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, მხარეები შემდეგ საკითხებზე შეთანხმდნენ:
"ჩამოყალიბდეს საკონსულტაციო მექანიზმი, რათა მოგვარდეს ორმხრივ ურთიერთობაში გამაღიზიანებელი ფაქტორები იმ მიზნით, რომ შესაბამისი დიპლომატიური მისიების საქმიანობის ნორმალიზებისთვის საჭირო ნაბიჯები გადაიდგას ;
შეიქმნას მაღალი დონის ჯგუფები, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მუშაობა უკრაინაში კონფლიქტის დამთავრებაზე ისე, რომ ეს იყოს მდგრადი, გრძელვადიანი და მისაღები ყველა მხარისთვის;
საფუძველი ჩაეყაროს სამომავლო თანამშრომლობას საერთო გეოპოლიტიკური ინტერესის მქონე საკითხებზე, ასევე ისტორიულ, ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რაც უკრაინაში კონფლიქტის წარმატებით დასრულების შედეგად აღმოცენდება;
მხარეებმა შეხვედრაზე პირობა დადეს, შეინარჩუნონ ერთმანეთთან წვდომა, რათა გარანტირებული იყოს, რომ პროცესი წინ დროულად და პროდუქტიულად წავიდეს".
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები