სენატორები სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს ორპარტიულ მხარდაჭერას უცხადებენ
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
დღეს აშშ-ს 6-მა სენატორმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრნენ და გამოხატეს შეშფოთება მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი დაშლის გამო რაც, ქვეყნის ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების გადაწყვეტილების მოჰყვა.
განცხადებაში, რომელსაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი და სენატორები — ჯინ შაჰინი, ჯიმ რიში, კრის კუნსი, ლინდსი გრემი და დიკ დურბინი ავრცელებენ, ვკითხულობთ, რომ საქართველოს მოსახლეობას აშშ-ს სენატის ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
"ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რათა გამოგვეხატა ორპარტიული მხარდაჭერა მისი ხელმძღვანელობის მიმართ და სერიოზული შეშფოთება მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი და სასტიკი ჩახშობის გამო, რაც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას მოჰყვა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას შესახებ.
დღეების განმავლობაში, საქართველოს ხალხმა გამოიყენა მშვიდობიანი პროტესტის უფლება არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც უგულებელყოფს ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს, რომელთაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველოს მოსახლეობას აქვს ძლიერი, ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერა. ეს უნდა შეახსენოს ქართულ ოცნებას, რომ აშშ-ის პოლიტიკა უცვლელი დარჩება უახლოეს თვეებში", — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სენატორები ასევე წერენ, რომ მიესალმებიან ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებას იმის შესახებ, რომ გამოიყენოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ხალხის წინააღმდეგ ძალადობაზე.
"ჩვენ მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებას მისი განზრახვის შესახებ, გამოიყენოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძირს უთხრის საქართველოს ინსტიტუტებსა და ხალხის წინააღმდეგ ძალადობას და ვიმედოვნებთ, რომ გადაიდგმება ნაბიჯები ამ პროცესის დასაჩქარებლად. მომავალი დღეები კრიტიკული იქნება საქართველოს მომავლისთვის და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს თავისი 32-წლიანი ტრადიცია მყიფე, მაგრამ ძნელად მებრძოლი დემოკრატიის მხარდასაჭერად", — ნათქვამია სენატორების წერილში.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები