15 ნოემბერს აფხაზეთში დიდი შეტაკება და წინააღმდეგობაა მოსალოდნელი — ჯემალ გამახარია
ფოტო: კადრი ვიდეოდან / კვირის პრესკლუბი
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, "მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების" შესახებ ე.წ. კანონპროექტის რატიფიკაციისას, 15 ნოემბერს, აფხაზეთში მოსალოდნელია "დიდი შეტაკება და წინააღმდეგობა".
ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ამასთან, გამახარიას თქმით ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, დოკუმენტის რატიფიცირება მოხდება თუ არა, თუმცა თუ ასე იქნება, მისი აზრით, შემთხვევას მინიმუმ მოჰყვება აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ ხელისუფლების დაკარგვა.
"ასეთი წინააღმდეგობა იშვიათად მახსენდება, კანონის გატანის წინა დღეებში რომ იყო, იმაზე დიდი უკმაყოფილებაა ახლა. ველოდები ძალიან დიდ შეტაკებას, წინააღმდეგობას ზეგ, 15 ნოემბერს. ძნელია იმის თქმა, ეს მიღებული იქნება თუ არა, მაგრამ მიღების შემთხვევაშიც, ამას განხორციელება სჭირდება. განხორციელების ეტაპზეც დიდი წინააღმდეგობა იქნება. დე-ფაქტო არჩევნები მოდის და ოპოზიცია ამას კარგად გამოიყენებს. ოპოზიცია ბჟანიას სთავაზობს, არჩევნებს დაელოდოს, რომელიც მარტში უნდა გაიმართოს და ამ პროგრამით გავიდეს არჩევნებზე - კანონი ინვესტიციების შესახებ, საკონსტიტუციო კანონი, აპარტამენტები. ამით გამოვიდეს საზოგადოების წინაშე და თუ მხარდაჭერას მიიღებს, წინააღმდეგობა შეწყდება. ამიტომ, თუ ეს ყველაფერი მიღებული იქნება, მინიმუმ მოხდება ის, რომ ბჟანია ხელისუფლებას დაკარგავს. წინასაარჩევნო ფონი ამ დოკუმენტებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩვენთან რომ იდგა ახლა საკითხი - ევროპა თუ რუსეთი, რაც ჩემი ღრმა რწმენით მოგონილი იყო და რეალურად არ იდგა, აქ, რეალურად დგას საკითხი ყოფნა-არ ყოფნის.
ყველა შეთანხმება, კანონი, რასაც რუსეთის ზეწოლით იღებს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება, მიმართულია ანექსიისკენ. ერთი დიდი ნაბიჯი უნდა გადაიდგას კიდევ ამ მიმართულებით და ამას ეწინააღმდეგება აფხაზური საზოგადოება", — განაცხადა გამახარიამ.
იგი ასევე ამბობს, რომ აფხაზური საზოგადოების მიმართ, რუსულ მედიაში მრავლად იკითხება მუქარები, რომ ამ წინააღმდეგობის გაგრელების შემთხვევაში, ის რუსეთის მიერ იქნება ჩახშობილი.
"აფხაზები ინვესტიციების წინააღმდეგები კი არა, იმ პირობების წინააღმდეგები არიან, რა პირობებითაც ისინი შემოდის. წარმოიდგინეთ, ვითომ ვიღაც დიდ სიკეთეს გიკეთებთ, თქვენ წინააღმდეგი ხართ და რადგან წინააღმდეგი ხართ, გსჯიან. მუქარებია [რუსულ მედიაში] - რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ რაღაც ზომები მიიღოს ამ აბუნტებული ხალხის წინააღმდეგ და ჩააცხროს ეს ყველაფერი. გარკვევით იკითხება ღია მუქარები აფხაზური საზოგადოების მიმართ, რომ ეს წინააღმდეგობა რუსეთის მიერ იქნება ჩახშობილი, თუ ეს ასე გაგრძელდება. კარგად ჩანს, ვის ინტერესებშია ეს ე.წ. ინვესტიციები, რომელიც აფხაზეთში უნდა შემოვიდეს და ამით ვითომ აშენდეს აფხაზეთი, ცხოვრების დონე ამაღლდება, ბიუჯეტი გაიზრდება და ა.შ. ამას იარაღით და ძალის გამოყენებით გააკეთებს რუსეთი - ამასთან გვაქვს საქმე", — განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
შეგახსენებთ, რომ სოხუმში საპროტესტო ტალღა ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის, "მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ" —მიღების შემდეგ დაიწყო.
კანონი რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიციის მტკიცებით, საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება.
ამასთან, 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან დაპირისპირებაში მონაწილეობის შემდეგ აფხაზეთის "ოპოზიციის" ხუთი აქტივისტი დააკავეს, თუმცა გუშინ, 12 ნოემბერს ხუთი დაკავებულიდან სამი გაათავისუფლეს.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები