ისრაელელი "ულტრასების" ქმედებებს ნიდერლანდებში შეტაკება მოჰყვა — კადრები ამსტერდამიდან
თელ-ავივის მაკაბისა და ამსტერდამის აიაქსს შორის უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი ძალადობრივი შეტაკებებით დასრულდა. მაკაბის 200-მდე მხარდამჭერმა, ე.წ "ულტრასებმა", რომელთა ნაწილიც, გავრცელებული ცნობებით ისრაელის თავდაცვის ძალებთანაა დაკავშირებული, ამსტერდამის ქუჩებში არეულობა მოაწყო. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ გლეჯენ დემონსტრანტები პალესტინის დროშებს და ანტიარაბულ სლოგანებს სკანდირებენ — ერთ-ერთ ვიდეოში ისრაელელი ფანები ერთხმად მღერიან ფრაზას "ღაზაში სკოლები აღარ არის, რადგან იქ ბავშვები აღარ დარჩნენ". საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზაში ისრაელის არმიის თავდასხმებს 17000-მდე ბავშვი შეეწირა, რაც საერთო მსხვერპლის 44%-ს შეადგენს.
ულტრასების ქმედებების ამსახველი ვიდეოები სოცმედიაში სწრაფად გავრცელდა, რამაც პროპალესტინურ ჯგუფებსა და ფანებს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბა.
მატჩამდე ამსტერდამის მერმა, ფემკე ჰალსემამ პროპალესტინური დემონსტრაცია აიაქსის სტადიონს, იოჰან კრუიფ არენას, მოაშორა, რათა კონფრონტაციის რისკი მინიმუმამდე შეემცირებინა, თუმცა მაკაბის ფანებმა მსვლელობა დამის მოედნამდე გააგრძელეს, რამაც სიტუაცია გაამწვავა. ფანებმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვიეს იმითაც, რომ ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემი წუთიერი დუმილი დაარღვიეს.
შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მატჩი ანგარიშით 5-0 დასრულდა აიაქსის სასარგებლოდ. ნიდერლანდების პოლიციის ცნობით, ძალადობრივი დაპირისპირების 57 მონაწილე დააკავეს, ხოლო ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 10 ისრაელელი დაშავდა, ორის პოვნა კი ვერ მოხერხდა.
ფოტო: Helsinki Times
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერმინისტრმა, დიკ სხოფმა ძალადობა დაგმო, მას "ანტისემიტური თავდასხმა" უწოდა და ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ნიდერლანდების სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა. სხოფმა მიკერძოებულობის გამო კრიტიკა დაიმსახურა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ ნიდერლანდებში სამაშველო თვითმფრინავების გაგზავნასაც გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით ეს მისია გაუქმდა. ამჟამად ნიდერლანდელი და ისრაელელი მაღალჩინოსნები არეულობის აღკვეთაზე ერთობლივად მუშაობენ. ვითარება ნიდერლანდების დედაქალაქში ამ დრომდე დაძაბულია.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები