კახა კალაძე: მე ვიმღერებ [კონცერტზე]
ფოტო: Kakha kaladze FB
"მე ვიმღერებ [კონცერტზე]" – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ 20 ოქტომბერს თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, "მგზავრების" უარის შემდეგ, ვინ იმღერებს მერიის ორგანიზებულ ღონისძიებაზე?
„გულწრფელად შევდივარ „მგზავრების“ მდგომარეობაში. იმ წნეხში, ზეწოლასა და ბულინგში, სადაც ისინი იმყოფებიან, შეიძლება ბევრი ჩვენი თანამოქალაქეც იყოს. 26 ოქტომბერს ყველას გავათავისუფლებთ“, — განაცხადა კახა კალაძემ მედიასთან.
20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომელზეც ჯგუფი "მგზავრების" კონცერტი უნდა გამართულიყო, თუმცა, მათ უარი განაცხადეს. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის ძალიან ცუდი და ეს პირველ რიგში, ჯგუფის წევრებს დააზიანებს.
"საქართველოს მომავალი, რა თქმა უნდა, არის ევროპა. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს ქართული ოცნების პირობებში მოხდა. შესაბამისად, განცხადებები რომ "საქართველოს გზა ევროპაშია" არის ფარისევლური.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რბილად რომ, ვთქვათ ძალიან ცუდი იყო. ჩვენ ამით არაფერი დაგვიშავდება, არც პარკის გახსნაზე მოსულ ადამიანებს. პირველ რიგში, ეს საზიანო მათთვის არის, რადგან ყველა შეურაცხყოფას აყენებს თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე. სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა იყო, ღირსება არ უნდა დაკარგო. ყოველ კვირას რუსეთში რომ დადიხარ და "რუბლებს" იღებ, რა ევროპაზე და ევროპულ მომავალზე გველაპარაკები? მათ ერთი სიტყვა არ უხსენებიათ ოკუპაციასთან დაკავშირებით. ეს რომ ახსენონ, რუსეთში აღარ შეუშვებენ", — აღნიშნა თბილისის მერმა.
კონცერტი გაუქმების შესახებ ჯგუფმა ინფორმაციას Facebook გვერდზე გაავრცელა.
"მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუქმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია", — ნათქვამია ინფორმაციაში.
გვიან ღამეს კი სოციალურ ქსელში თბილისის მერიის განცხადება გამოჩნდა, სადაც ნათქვამია, რომ "მგზავრებმა" ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს.
მერიას მალევე უპასუხა "მგზავრების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინი დედალამაზიშვილმა: "ლიბერალური ფაშიზმი არ არსებობს. არსებობს სწორი და არასწორი. ჩვენი მომავალი ევროპაშია და ვერანაირი გლობალური ომის პარტიის შიშით ამ სულისკვეთებას ვერ შეაჩერებთ", – დაწერა ნინი დედალამაზიშვილმა Facebook-ზე.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები