რუსეთმა, ყირიმის ხიდის ტერაქტთან კავშირის გამო, საქართველოს მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა
ფოტო: AFP
დღეს, 14 ოქტომბერს, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო ტასს-მა ინფორმაცია გაავრცელა, სადაც იუწყება, რომ რუსეთმა, ყირიმის ხიდის აფეთქებასთან კავშირის გამო “სახელმწიფოთაშორისი ძებნა” გამოაცხადა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძესა და უკრაინის მოქალაქე სერგეი ანდრეიჩენკოზე.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, ტერაქტისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენის და კონტრაბანდის მუხლებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა ინასარიძსა და ანდრეიჩენკოს წინააღმდეგ.
2024 წლის მარტში, ბასმანის რაიონის სასამართლომ ალექსანდრე ინასარიძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა 2022 წლის 8 ოქტომბერს აფეთქდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ მოხდა.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აფეთქებიდან ოთხი დღის შემდეგ გამოაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ “ორგანიზებული ტერაქტის” ფარგლებში, რუსეთის ხუთი, უკრაინის და სომხეთის სამი მოქალაქე დააკავე, მოგვიანებით გაირკვა, რომ მონაწილეობას საქართველოს ორი მოქალაქეც იღებდა.
რუსეთის უშიშროება იმ პერიოდში ავრცელებდა ინფორმაციას, სადაც ალექსანდრე ინასარიძე იყო მოხსენებული სანდრო ინოსარიძედ, ხოლო მეორე პირი კი ბროკერად, რომლის სახელი ლევანია.
რუსეთის საგამოძიებო მასალებში მოხსენებული სატვირთო მანქანა ინასარიძის დედას ეკუთვნოდა — წერდა ტელეკომპანია “პირველი” მომხდარის პერიოდში.
ასევე, საქართველოს მთავრობის წევრები ამტკიცებდნენ, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს რაიმე კავშირი არ აქვს.
2022 წლის ოქტომბერს მომხდარ აფეთქებას, რუსეთის მონაცემებით, სამი ადამიანი შეეწირა. ასევე, შემთხვევას მოჰყვა ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევაც და ძლიერი ხანძარი ხიდის სარკინიგზო ნაწილზე.
2023 წლის ივლისში, უკრაინამ ოფიციალურად დაადასტურა რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება მისი ორგანიზებული იყო.
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
კომენტარები