შეძლებენ თუ არა რუსები აფხაზეთში ბინების შეძენას — ოკუპირებულ რეგიონში, კანონპროექტის გამო, დაძაბულობა მატულობს
ფოტო: OC Media
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
იმის ფონზე, რომ პარლამენტი აგრძელებს კანონმდებლობაზე მსჯელობას, რომლის მიხედვით, აფხაზეთის უძრავი ქონების ბაზარი, შესაძლოა, რუსი მყიდველებისთვის გაიხსნას, დაძაბულობა ოკუპირებულ რეგიონში მწვავდება.
აპარტამენტების შესახებ კანონი, რომელსაც ოფიციალურად დაერქვა კანონპროექტი "აღმოსავლეთ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ“, ცვლის რეგულაციას აფხაზეთში ბინების მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გაყიდვის შესახებ.
აფხაზეთში უცხოელებზე უძრავი ქონების მიყიდვა დიდი ხანია კამათის საგანია სოხუმსა და მოსკოვს შორის და ეს, აქამდე, აკრძალული იყო.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, აქვს თუ არა პრეზიდენტ ასლან ბჟანიას საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში კანონის მისაღებად.
მას შემდეგ, რაც კანონპროექტი საპარლამენტო საკომიტეტო მოსმენებზე 17 ივლისს პირველი მოსმენით მიიღეს, აფხაზი დეპუტატები აწარმოებენ საჯარო კონსულტაციებს მთელ აფხაზეთში ამ საკითხთან დაკავშირებით. 35 დეპუტატიდან, სულ მცირე, 12-მა უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ აპირებს კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა.
"დანამდვილებით ვიცით, რომ 17, ან, თუნდაც, 18 დეპუტატი უკვე ამბობს, რომ [პროექტის] წინააღმდეგ მისცემს ხმას, ზოგი მერყეობს, ზოგი კი, ჯერჯერობით, ჩუმად არის", — თქვა დეპუტატმა ინარ გიცბამ, რომელიც კანონპროექტს მხარს არ უჭერს. მოგვიანებით, ოპოზიციურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმ დეპუტატების რაოდენობა, რომლებმაც პირობა დადეს, რომ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ, 24-მდე გაიზარდა.
კანონპროექტის მხარდაჭერას გეგმავს, სულ მცირე, რვა დეპუტატი.
პარლამენტის თავმჯდომარის, ლაშა აშუბას პოზიცია გაურკვეველი რჩება. თუმცა, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მან, შესაძლოა, ნათლად დააფიქსირა თავისი პოზიცია იმით, რომ უარი თქვა პრეზიდენტის მოთხოვნაზე, ჩატარებულიყო გადაუდებელი სხდომა, კანონპროექტის მისაღებად.
ამის საპირისპიროდ, დეკემბერში აშუბა დათანხმდა საგანგებო სხდომის ჩატარებას დილის 05:00 საათზე, რათა კენჭი ეყარათ კანონპროექტისთვის, რომლის მიხედვით, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკებზე კონტროლი რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურს გადაეცა.
"ლაშამ დაამტკიცა, რომ პრინციპული პოლიტიკოსია", — განუცხადა ერთ-ერთმა ყოფილმა დეპუტატმა OC Media-ს. "ის ახალგაზრდაა არ სურს კარიერის დასაწყისშივე მოღალატის იარლიყი მიაკრან."
19-20 ივლისის ღამეს, ოპოზიციის ლიდერებმა მოითხოვეს, კანონპროექტი არ წარდგენილიყო პარლამენტში და ბინების მშენებლობა-გაყიდვის საკითხზე მორატორიუმი გამოცხადებულიყო.
ეს მოხდა პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ, როდესაც კანონპროექტი კომიტეტში განხილვის ეტაპზე გადავიდა.
ამის საპასუხოდ, ოპოზიციამ ოჩამჩირეში, აღმოსავლეთ აფხაზეთის ცენტრში, კულტურის სახლში სახალხო შეკრება მოიწვია.
ოპოზიციური მედიის ცნობით, კანონპროექტის გასაპროტესტებლად, სულ მცირე, 5000 ადამიანი შეიკრიბა. თუმცა, პროსამთავრობო მედია ამტკიცებს, რომ შეკრებილთა უმრავლესობა ბინების მშენებლობის მომხრე იყო.
მას შემდეგ, რაც დაპირისპირება დაიწყო და აქციის მონაწილეები შენობის შესასვლელიდან გააძევეს, შეხვედრა გადაიტანეს სოფელ მოქვაში, აფხაზეთში მასობრივი ღონისძიებების ტრადიციულ ადგილას. ამის შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა სოხუმში გადაინაცვლეს.
"ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვართ, რომ ვართ ორგანიზებულები და მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა",— განუცხადა OC Media-ს ერთ-ერთმა მომიტინგემ. "თუ საჭირო იქნება, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ დაუმორჩილებლობის აქტები".
კანონპროექტის განსახილველად პარლამენტის სესიის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ის, სავარაუდოდ, 29 ივლისიდან 2 აგვისტოს კვირაში გაიმართება.
"სესიისთვის მზადება ახლა მიმდინარეობს", — განუცხადა OC Media-ს ერთ-ერთმა ყოფილმა აფხაზმა დეპუტატმა. "დეპუტატები მზად უნდა იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ პოზიციას მხარს დაუწერს ხალხი და ის, ვისაც ისინი ავტორიტეტებად განიხილავენ — ზოგისთვის ეს პრეზიდენტია, ზოგისთვის კი [პრემიერ-მინისტრი] ანქვაბი," — თქვა მან.
"დეპუტატებს ვალდებულებები აქვთ — კეთილსინდისიერ დეპუტატებს იმ ხალხთან, ვინც მათ ხმა მისცა, არაკეთილსინდისიერებს კი — იმ პოლიტიკოსებთან, რომლებმაც გადაიხადეს მათი პარლამენტში შესვლისთვის", — აღნიშნა მან. "ჩვენ მალე გავარკვევთ, ხალხს მივეკუთვნებით, თუ — ოლიგარქიას."
განახლება: აპარტამენტების შესახებ კანონი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა უკან გაიწვია
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები