კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
საქართველოს მთავრობის მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ დასავლურ დედაქალაქებში განიხილება ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ შესაძლო ზომები. მიმდინარე კვირაში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ისაუბრა ამერიკის კონგრესში ახალი კანონის შესაძლო ინიციირებაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული კურსის გაგრძელების შემთხვევაში, სანქციებს ითვალისწინებს.
როგორია თეთრი სახლის პოზიცია ე.წ. "აგენტების კანონის", საქართველოს ხელისუფლების ტრაექტორიასა და შესაძლო სანქციებზე, პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროს დირექტორს მაიკლ კარპენტერს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი, ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.
თქვენ წარსულში საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობდით, ახლა კი თეთრ სახლში ხართ, ეროვნული უშიშროების საბჭოში, და ხელმძღვანელობთ რეგიონის, მათ შორის საქართველოს მიმართულებას.
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყანაში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი იმყოფებოდა, მან განიხილა შემოთავაზებული ე.წ. უცხოელი აგენტების კანონი საქართველოს ხელისუფლებასთან.
ჯიმ ო'ბრაიენმა თქვა, რომ კანონი ან უნდა გაიწვიონ ან უნდა შეიცვალოს. რას გულისხმობს ცვლილება? ეს ცოტა დამაბნეველი გზავნილია.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არღვევს სამოქალაქო საზოგადოების უფლებას თავისუფლად იმოქმედოს საქართველოში. ის როგორც ეს კანონი მიიღეს, ძალიან გვაწუხებს, რადგან ის ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას. გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არღვევს სამოქალაქო საზოგადოების უფლებას თავისუფლად იმოქმედოს საქართველოში. ის როგორც ეს კანონი მიიღეს, ძალიან გვაწუხებს, რადგან ის ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას. გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ.
მუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან? ჯერ კიდევ აგრძელებთ ამაზე მუშაობას, თუ არა?
ძალიან მკაფიონი ვართ და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც მკაფიოდ გამოხატა მისი პოზიცია, რომ კანონპროექტი არღვევს სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს და ხელს უშლის მას გააკეთოს, ის რაც სამოქალაქო საზოგადოებას ძალუძს დემოკრატიულ სახელმწიფოში, რაც გულისხმობს ხელისუფლების ძალაუფლების შეკავების და გაწონასწორების უზრუნველყოფას.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად საუბარი. მათ უნდა ჰქონდეთ შეკრების თავისუფლება. სწორედ ეს არის დემოკრატია. ეს კანონი მიდის რუსეთის საგარეო აგენტების კანონის მიმართულებით. ეს არის ის, რასაც ხშირად იყენებენ ავტოკრატიულ საზოგადოებებში სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შესაზღუდად. საქართველო ამას არ უნდა აკეთებდეს, თუ სურს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა.
როცა ვსაუბრობთ საქართველოს ხელისუფლებაზე, წლების განმავლობაში ბევრი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი ვიხილეთ, როცა მთავრობამ ერთგვარად გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან. იქნება ეს ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, დასავლეთზე თავდასხმები, ძალადობა აქტივისტების, ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ და ა.შ. ჩამონათვალი გრძელია.
ამ კანონის არარსებობის შემთხვევაშიც, თუ კანონი ხვალ გაქრება, რამდენად დემოკრატიულია საქართველოს ხელისუფლება და თანხვედრაშია ის ევრო-ატლანტიკური საზოგადოების ღირებულებებთან?
ჩვენ გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ, იმ მიზეზების გამო, რაც ჩამოვთვალე, მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ ჩვენ შეშფოთებული ვართ ანტიდასავლური რიტორიკით, რომელიც მოდის დღევანდელი ხელისუფლებისგან. ვგულისხმობ, თავდასხმებს დასავლეთზე, ომის პარტიაზე საუბარს. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია. არ ვიცი რას გულისხმობენ ისინი.
ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ამ ტიპის ბრალდებები საჯაროდ, აღმაშფოთებელია.
საქართველო დიდი ხანი იყო დემოკრატიის შუქურა რთულ, არადემოკრატიულ რეგიონში. ის რასაც ბოლო დროს ვხედავთ, სამწუხაროდ საპირისპირო მიმართულებით სვლაა. რაც, ღიად რომ ვთქვათ, შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეიცვლება.
განიხილავთ თუ არა სანქციებს ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ?
მე ვერ გავახმოვანებ რაიმე ახალს დღეს თქვენთან. მაგრამ ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა სახის ზომებს. როგორც უკვე ვთქვი, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა, ამ კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას ქვეყნის შიგნით. ეს ორი რამ არ არის თავსებადი.
რომ დავრწმუნდე, რომ სწორად მესმის თქვენი. ანუ თქვენ ამბობთ, გაიწვიეთ ეს კანონი, რადგან მესიჯი საქართველოში ბევრისთვის ბუნდოვანი იყო, მის შეცვლაზე საუბრების გათვალისწინებით.
უცხოელი აგენტების შესახებ კანონი არის რუსული კანონის მსგავსი და საზოგადოებას არ აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით. ჩვენთვის ეს ღრმად შემაშფოთებელია. და თუ საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლა სურს, მას გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება ამ კანონის გაწვევაა.
როდესაც შემდგომ ნაბიჯებზე საუბრობთ, ჩემი შემდეგი შეკითხვა შეეხება კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში, რომლის თანათავმჯდომარეც ჯო უილსონია, ინიციირებულ კანონმდებლობას, რომელიც მათრახისა და თაფლაკვერების მექანიზმს მოიცავს. და ნათქვამია, რომ თუკი საქართველო გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, ის მიიღებს გარკვეულ სარგებელს, მათ შორის სამხედრო დახმარებას და ა.შ. არ ვიცი, გაეცანით თუ არა ამ კანონმდებლობის სულისკვეთებას.
იზიარებთ ამერიკის კონგრესის ხსენებულ ინიციატივას, რომ თუ რუსული კანონი საბოლოოდ მიიღება, ამას სანქციები მოჰყვება, ხოლო ქვეყნის ტრაექტორიის ცვლილების შემთხვევაში, არჩევნების დემოკრატიულობის შემთხვევაში, გარკვეული შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგმება. იზიარებს თეთრი სახლი ამ ხედვას?
როგორც უკვე აღვნიშნე, დარწმუნებული ვარ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები. საქართველო დგას არჩევანის წინაშე. ის ან წავა დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის მიმართულებით, უზრუნველყოფს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების შეუფერხებლად მუშაობას ან ის აამოქმედებს ამ კანონს, რომელიც ეფუძნება რუსეთში მოქმედ მსგავს კანონმდებლობას და რომელიც შეუთავსებელია დემოკრატიის იდეასთან.
ეს არის ორი მკაფიო არჩევანი. ასე რომ, მომავალი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. მათი გადასაწყვეტია, კვლავ განაგრძობენ ამ კანონით განსაზღვრულ გზას, თუ დემოკრატიული გზით წავლენ, იმ გზით, რომელზეც მთელი ამ წლების განმავლობაში იდგა და ვუჭერდით მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებით.
თქვენ თუ თანამშრომლობთ ამერიკის კონგრესთან იმ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ინიციირებულია?
კონკრეტულ კანონმდებლობასთან მიმართებით კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა, ჩვენ კოორდინაციაში ვართ კონგრესის წარმომადგენლებთან. როგორც იცით, მე ეუთოში [შეერთებული შტატების] ელჩი ვიყავი. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ჰელსინკის კომისიის ყველა წევრთან.
რეალობა ის გახლავთ, რომ კონგრესის ხსენებულ წარმომადგენლებს და ამ ადმინისტრაციის წევრებს ღრმად გვადარდებს საქართველოს ბედი. ჩვენ მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩავდეთ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. მე პირადად მხარს ვუჭერდი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამას უკვე მრავალი წელია ვამბობთ, რომ ჩვენ გვსურს საქართველო ნატოში, ჩვენ გვსურს საქართველო ევროკავშირში.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის. და გულწრფელად, ვფიქრობთ, რომ ეს თანხვედრაშია ქართველი ხალხის მისწრაფებებთან. ასე რომ, ჯერი საქართველოს ხელისუფლებაზეა.
მიგაჩნიათ, რომ ეს ხელისუფლება შეძლებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, იმ ძალადობის, თავდასხმების, მუქარებისა და შანტაჟის გათვალისწინებით, რომელსაც ბოლო კვირების განმავლობაში ვხედავთ?
ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება არის არსებითი საქართველოსთვის. თუმცა, თუ პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას არ ექნებათ საკუთარი ხედვების თავისუფლად წარმოჩენის შესაძლებლობა, თუ მათ შერაცხავენ უცხოური ძალის აგენტებად, ეს შექმნის იმგვარ კლიმატს, რომელიც ხელს შეუშლის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.
ეს კანონი ნაწილია ოქტომბრის არჩევნებამდე მიმავალი კლიმატისა, რომელიც, ვიმედოვნებთ, თავისუფალი და სამართლიანი იქნება, რადგან ჩვენ გვსურს დემოკრატიულ გზაზე მიმავალი საქართველო ვიხილოთ.
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც მსურს დაგისვათ, შეეხება იმ მოსალოდნელ ნაბიჯებსა და ზომებს, რომლებიც ქართული აუდიტორიისთვის მაინც ბუნდოვანია. კონკრეტულად, რა ნაბიჯებს განიხილავთ?
ჩვენ მოგვიწევს იმ მიმართულების შეფასება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული. არსებობს მრავალი ზომა, რომლის ამოქმედებაც შეგვიძლია. რაც ყველაზე მთავარია, ნატოსა და ევროკავშირს მოუწევთ გადაფასება, განაგრძონ თუ არა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელსაც ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებს, ისევე როგორც ჩემი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთან ჩვენი ქვეყნის პარტნიორობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის იდეასთან თანხვედრაში მყოფ ნაბიჯებს გადადგამს. ასე მარტივად არის საქმე.
და ბოლო შეკითხვა და ვიცი, რომ შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა ჩვენ ვისმენთ საქართველოში მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებებს "გლობალური ომის პარტიასთან" დაკავშირებით. რომელსაც, როგორც ჩანს, ისინი ე.წ. მასონებს უკავშირებენ. მესმის, რომ უცნაური შეკითხვაა, თუმცა მათ თქვენთვის თუ გაუზიარებიათ რაიმე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით?
მათ უნდა კითხოთ, რას გულისხმობენ "გლობალურ ომის პარტიაში". თუმცა, თუკი ეს ბრალდება დასავლეთის წინააღმდეგ არის მიმართული, მე მას აღმაშფოთებლად და შეურაცხმყოფლად მივიჩნევ. ჩვენ მშვიდობასა და სტაბილურობას ვუჭერთ მხარს სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ ვმონაწილეობთ ჟენევის მოლაპარაკებებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მისი დამოუკიდებლობის დღიდან და განსაკუთრებით, 2008 წლიდან მოყოლებული. და ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ნებისმიერი ბრალდება, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს, სიცრუეა.
-
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
გადახედვა
-
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
-
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
გადახედვა
-
რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი? რატომ იტაცებს ახალგაზრდა თაობას ბებიების ჰობი?
გადახედვა
-
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის SJC: აფგან სადიგოვიs შემთხვევა კიდევ ერთი მძიმე მაგალითია ტრანსნაციონალური რეპრესიის პრაქტიკის
გადახედვა
-
ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ" ბოლნისელი აქტივისტი ნურადინ ნაბიევი: "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გამისწორდნენ"
გადახედვა
-
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა ნახეთ — ზოოპარკში მცხოვრები მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული გორილა 69 წლის გახდა
გადახედვა
-
მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის მილიონერი ხელოვანი, რომელიც ადამიანიც კი არ არის
გადახედვა
-
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
-
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა
გადახედვა
-
Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა Avatar: The Last Airbender-ის ანიმატორმა ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის გავრცელების შემდეგ Paramount გააკრიტიკა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის მთავრობა 1.5 მლნ-ს გამოყოფს იმისთვის, რომ პოლიციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესი გამოაცხადოს
გადახედვა
-
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება "უსასრულო მეხსიერება" მოგვცეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი სუფრით
-
ალდაგი ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია ალდაგი ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია
-
ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ "სოციალური ქსელის" სიქველში ინჟინერი Facebook-ის წინააღმდეგ: ცნობილია, რას ვნახავთ "სოციალური ქსელის" სიქველში
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები
გადახედვა
-
ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს ტერაბანკი ახალ სახელფასე კლიენტებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს
-
Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო Euphoria-ს მესამე სეზონის პირველმა ეპიზოდმა მაყურებლებისგან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო
გადახედვა
კომენტარები