გიორგი გახარია

1 Sep. 2023, 16:23

ქართული ოცნების მიერ დღეს გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის ნიშნავს რამდენიმე რამეს:

პირველი, ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. მეორე, ეს გახლავთ მიზანმიმართული ნაბიჯი ქვეყანაში რადიკალიზაციის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, რაც, რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებას სტაბილურობის სერიოზულ პრობლემას უქმნის.

სწორედ ამიტომ პარტია საქართველოსთვის იმპიჩმენტის პროცედურას, რა თქმა უნდა, მხარს არ დაუჭერს. გარდა ამისა, მე მინდა, თხოვნით მივმართო ბევრ ღირსეულ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა "ოცნებაში", მინდა მათ ვკითხო, როგორ ფიქრობთ, 2012 წელს, გამარჯვების შემდგომ, რატომ არავის მოსვლია აზრად სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება და დღეს რატომ აყენებს ვიღაც საქართველოს იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და მეც პირადად დიდი წვლილი გვაქვს მიღებული.

ასე ეხმაურება პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარა სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილებას, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი…