საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თერმოინდუსტრიამ მზის პანელები დაამონტაჟა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორდ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით თერმოინდუსტრიამ, კომპანია გრინ ენერჯის დახმარებით, მზის პანელები დაამონტაჟა.
პროექტის ჯამური ღირებულება 570,000 ლარია, ინვესტიცია სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოში წამყვანი მზის პანელების საპროექტო და სამონტაჟო კომპანიის Green Energy–ის მიერ, რომელიც ამავდროულად Yingli Solar-ის ოფიციალური წარმომადგენელია — თერმოინდუსტრიის ცენტრალურ ფილიალში 305.2 კვტ სიმძლავრის მზის სადგური დამონტაჟდა. თითო პანელი 545 ვატიანია, ჯამში 560 ცალი. მზის სადგურის წლიური გენერაცია კი, შეადგენს 353 მგვტ/სთ–ს.
"თერმოინდუსტრია გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში, რომელიც 50-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობს. თერმოინდუსტრია გარემოს დამცველი კომპანიაა, რასაც მოწმობს მათი პარტნიორობა ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ფლობენ ISO და KIWA სერტიფიკატებს, რაც თავის მხრივ, ადასტურებს, რომ დანადგარები ენერგოეფექტური და უსაფრთხოა. მწვანე მიმართულების გაძლიერების კუთხით, კომპანია სამომავლოდ გეგმავს, ყველა ფილიალზე მზის პანელები დაამონტაჟოს", — განაცხადა ნათია ფაილოძემ, თერმოინდუსტრიის მარკეტინგის დირექტორმა.
"გარემოზე ზრუნვა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამოწურვადი რესურსების ალტერნატივით ჩანაცვლების ხელშეწყობის მიზნით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. ჩვენს პარტნიორ კომპანია თერმოინდუსტრიას კარგად ესმის გარემოზე ზრუნვისა და ამავდროულად, ბიზნესისთვის ხარჯების შემცირების მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს მისაღებად, 560 ერთეული მზის პანელი დაამონტაჟა, ჯამში — 305.2 კვტ დადგმული სიმძლავრე. აღნიშნული სადგური წლიურად გამოიმუშავებს 353 მგვტ/სთ–ს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს და გარემოსაც ნაკლები ზიანი მიადგება. მოხარულები ვართ, ამ თანამშრომლობით და წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ ბიზნესების მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი მწვანე მიმართულებით", — განაცხადა ნინო გერგედავამ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
თერმოინდუსტრიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცველბა მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცველბა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
კომენტარები