ყველაფერი, რაც ბათუმში ჩამომდგარ პროპაგანდისტებით დატვირთულ რუსულ გემსა და პროტესტზე უნდა იცოდეთ
ფოტო: ლანა როყვა / On.ge
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა მოხდა: 27 ივლისს ბათუმში სოჭიდან გამოსული რუსული გემი Astoria Grande ჩამოვიდა.
- კრუიზის რუსი მგზავრები მედიებთან საუბრისას არ აღიარებდნენ საქართველოს ოკუპაციას და აფხაზეთს ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიებდნენ.
- გემს მოქალაქეები პროტესტითა და შეძახილებით დახვდნენ, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს ბათუმის დატოვება აქციის ფონზე მოუწიათ.
- რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული გემი ბათუმში 31 ივლისსაც შემოვიდოდა, ამჯერად რუს პროპაგანდისტ არტისტებთან ერთად, რომლებიც პუტინისა და კრემლის პოლიტიკას უჭერენ მხარს.
- შესაბამისად, მორიგი აქცია დაიგეგმა.
რა ხდებოდა ღამით: 31 ივლისს ღამით პოლიციამ ბათუმის ნავსადგურის შესასვლელი ჯებირებით გადაკეტა და ადგილზე ათეულობით სამართალდამცავი განათავსა.
- ამ ფორმით მათ დილისთვის დაგეგმილი აქციის მონაწილეებს შეუზღუდეს გადაადგილების უფლება და გემთან ახლოს მისვლის საშუალება არ მისცეს.
- ამის გამო გვიან ღამით ნავსადგურთან აქტივისტები შეიკრიბნენ და რუსული გემის შემოსვლასთან ერთად, პოლიციის ქმედებებიც გააპროტესტეს.
- იყო შეხლა-შემოხლა, დააკავეს რამდენიმე ადამიანი (ზუსტი რაოდენობა უცნობია).
რა მოხდა დილით: გამთენიისას ბათუმის ნავსადგურთან პროტესტის მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. მოქალაქეები ბანერებით, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით შეიკრიბნენ.
- ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებისა და პროპაგანდისტების გასაგონად ისინი რუსულად სკანდირებდნენ: რუსულო გემო, იდი ნა ხ*ი და პუტინ ხუილო".
- ამ დროს ქართული პოლიცია რუს პროპაგანდისტებს როგორც გემს გარეთ, ასევე, შიგნით იცავდა — ჩვენს კადრებში ჩანს, რომ რუსულ გემზე რამდენიმე ქართველი პოლიციელი იყო ასული.
- ნავსადგურში დილიდან იყო მობილიზებული ავტობუსი და მიკროავტობუსი — ცოტა ხნის წინ პოლიციამ კორდონი გააკეთა და რუსეთიდან ჩამოსულებს ტერიტორია სწორედ ამ ავტობუსითა და მიკროავტობუსით დაატოვებინა და სავარაუდოდ, სასეირნოდ წაიყვანა.
- აქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები და ბოთლები დაუშინეს, რის შემდეგაც მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის სიტუაცია კიდევ დაიძაბა — გაგრძელდა დაკავებებიც.
- "ნაგავი ვესროლე რუსების მანქანას", — ასე პასუხობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე კითხვას, რატომ დააკავეს.
- ლელოს წევრი, ირაკლი კუპრაძე ფეისბუქგვერდზე ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ ასევე, დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც წაართვეს ტელეფონი, პირადი ნივთები და არ აძლევდნენ დარეკვის შესაძლებლობას.
პროტესტის შემდეგ კრუიზის ვებგვერდიდან ბათუმის მიმართულება ამოიღეს.
- მიმართულებებში ჯერ კიდევ მითითებულია საქართველო, თუმცა აგვისტოდან იანვრის ჩათვლით დაგეგმილ ტურებში ბათუმის ნავსადგურის გაჩერება აღარ ჩანს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები