გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ექსპორტის საკითხებში თეგეტა ჰოლდინგს ეწვია
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგმა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ექსპორტის საკითხებში, ლორდ მალკომ ოფორდს უმასპინძლა. მინისტრმა, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონთან ერთად, ბრიტანული ბრენდის JCB-ს ქართული წარმომადგენლობა დაათვალიერა. თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment სამშენებლო ტექნიკის პრემიუმ ბრენდს კავკასიის რეგიონში ექსკლუზიურად წარმოადგენს.
თეგეტა ჰოლდინგის წარმომადგენლებმა სტუმრებს JCB-ს შოურუმი, სერვისცენტრი და ტექნიკა დაათვალიერებინეს. ასევე, საქმიან შეხვედრაზე განიხილეს თეგეტასა და JCB თანამშრომლობის გამოცდილება და მომავალში წარმომადგენლობის გაფართოების პერსპექტივები.
"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ასეთი მაღალი რანგის სტუმრებს ვუმასპინძლეთ. ბრიტანულ ბრენდ JCB-ს წლებია, საქართველოსა და რეგიონში ექსკლუზიურად წარმოვადგენთ. საქართველოში ბრიტანეთის ელჩთან და გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრთან ექსპორტის საკითხებში, სწორედ თეგეტასა და JCB-ს თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ ის შედეგები, რაც 2007 წლიდან ბრიტანული ბრენდის საქართველოსა და რეგიონის წარმომადგენლობებში მივაღწიეთ. შეხვედრაზე აქცენტი რეგიონულ გაფართოებასა და სამომავლო გეგმებზე გაკეთდა", — ამბობს ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი.
ლორდ მალკომ ოფორდი საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის მიზანიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბრიტანული ბრენდების ექსპორტიორი კომპანიების მონახულება და მათი საქმიანობის ხელშეწყობაა.
თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს და ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის პრემიუმ ბრენდის JCB-ს ოფიციალური დილერია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ბაქოში, JCB-ს მულტიფუნქციური ცენტრი თეგეტამ გასულ წელს გახსნა. სომხეთის დედაქალაქში კი მასშტაბური სადილერო ერთი თვის წინ გაიხსნა. ახალი ცენტრები თეგეტას და JCB-ს სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და ჯამში ორ მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
JCB ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის ლიდერი ბრენდია, რომელსაც წარმოების 75-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო, საგზაო და სპეცტექნიკას გაყიდვის შემდგომი სრული მომსახურებით.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.
სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორისაა Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები