შესაძლებლობა, აქციო თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად — საქართველოს ბანკის სტუდენტური სტაჟირების პროგრამა
ფოტო: საქართველოს ბანკი
კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და ახალი სამუშაო გამოცდილებისთვის საქართველოს ბანკი სტუდენტებს, რომლებიც განათლებას საზღვარგარეთ იღებენ, საზაფხულო სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, იმუშაონ მათთვის საინტერესო მიმართულებით, უშუალო მენტორინგის ფარგლებში მიიღონ მუდმივი უკუკავშირი და შეიძინონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე განივითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
საქართველოს ბანკის სტაჟირების პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა ოთარ შენგელიაც, რომელიც პროექტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობს. ის გალტ & თაგარტის კვლევით ჯგუფში საინვესტიციო პროექტებისა და სექტორების კვლევის პროცესში იყო ჩართული. ფიქრობს, რომ მიღებულმა გამოცდილებამ სრულიად სხვაგვარად დაანახა საკუთარი სამომავლო გეგმები და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა.
"საზაფხულო სტაჟირების პროგრამის შესახებ მეგობრებისგან გავიგე. მაშინ ჯერ კიდევ როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნეს ეკონომიკის საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსზე ვსწავლობდი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ინტერესის ერთ-ერთ ძირითად სფეროს ინვესტიციები წარმოადგენს, აქტიურად ვიყავი ჩართული უნივერსიტეტის საინვესტიციო სტუდენტური ორგანიზაციის აქტივობებში. ამასთან, დიდი სურვილი მქონდა, საზაფხულო არდადეგებზე, საქართველოში დაბრუნებისას ჩემი ინტერესის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება მიმეღო. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, უკეთ გამეცნო საქართველოს კონტექსტი და მემუშავა საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებში. ბუნებრივია, ამ მხრივ საქართველოს ბანკი ჩემი დაინტერესების საგანს წარმოადგენდა და საზაფხულო სტაჟირების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გადავწყვიტე ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა", — ამბობს ოთარი.
აღნიშნავს, რომ აპლიკაციის შევსების და გასაუბრების ეტაპები მისთვის ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი კანდიდატების შერჩევის პროცესი აღმოჩნდა.
"ჩემთვის შთამბეჭდავი იყო ის, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ სტაჟიორების შერჩევას და ამავე დროს, მაქსიმალურად მეგობრულ და არასტრესულ ატმოსფეროს ქმნიდნენ", — აღნიშნავს ოთარი.
ამბობს, რომ სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები ჯერ კიდევ გასაუბრების პროცესში გაუჩნდა. მიღებულმა გამოცდილებამ კი მოლოდინებს გადააჭარბა.
"პირველივე დღიდან ძალიან მეგობრულ და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გარემოში მოვხვდი. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, გუნდის წევრები ყოველთვის მზად იყვნენ, დამხმარებოდნენ, მოეცათ რჩევები და გაეზიარებინათ დავალების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია", — აღნიშნავს ოთარი.
მიაჩნია, რომ გალტ & თაგარტის გუნდში მიღებულმა გამოცდილებამ მისცა შესაძლებლობა, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინა და ამასთან, მიეღო სრულიად ახალი გამოცდილება, რომელიც "უფრო ხელშესახები გახდა". შესაბამისად, ფიქრობს, რომ საზაფხულო სტაჟირება დაეხმარა მას როგორც პიროვნულ, ასევე კარიერულ ზრდასა და განვითარებაში.
"უნივერსიტეტში დაბრუნების შემდეგ უნივერსიტეტის კვლევით პროექტში მოვხვდი, რომელიც ფოკუსირებული იყო ინვესტორთა ქცევის ანალიზზე. ამ პროექტის ფარგლებში საკმაოდ დამეხმარა ის უნარ-ჩვევები, რაც გალტ & თაგარტის კვლევით ჯგუფში მივიღე", — განმარტავს ოთარი.
სწორედ ამიტომ, სტუდენტებს ურჩევს, აუცილებლად გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის საზაფხულო სტაჟირების პროგრამაში, რათა მიიღონ პროფესიონალებთან ერთად მუშაობის გამოცდილება ჯანსაღ და მეგობრულ გარემოში.
პროფესიის არჩევისას კი ამბობს, რომ საჭიროა ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება, რაშიც სხვადასხვა მიმართულებით მიღებული სამუშაო გამოცდილება დაეხმარებათ.
"ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ პროფესიის არჩევის პროცესში შეძლებისდაგვარად გამოსცადონ პრაქტიკაში ამა თუ იმ პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობა. სტაჟირების პროგრამები ამ მხრივ ძალიან კარგი შესაძლებლობაა. პირადად მე გავლილმა საზაფხულო სტაჟირებამ კიდევ მეტად დამარწმუნა ჩემი არჩევანის სისწორეში", — აღნიშნავს ოთარი.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები