დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკისთვის მონაწილეების შერჩევა იწყება
ფოტო: Zinc Network
ინოვაციური ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენება დეზინფორმაციის კვლევის პროცესში — ბანაკი, რომელსაც ფორსეტი Zinc Network-თან პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით მასპინძლობს, სწორედ ამ თემას შეეხება. პროგრამის მიზანი მედიასა და აკადემიაში დეზინფორმაციის კვლევისა და გაშუქების ინოვაციური მეთოდების დანერგვაა. პროგრამის ფარგლებში წარმატებული ჟურნალისტები და სტუდენტები მიიღებენ გრანტს: 6000 ლარის ოდენობით.
პროგრამაზე რეგისტრაცია ღიაა გამოცდილი ჟურნალისტებისთვის და მედია და კვლევითი სტუდენტებისთვის, რომლებსაც დეზინფორმაციის კვლევა ან გამოძიება აინტერესებთ.
ბანაკის პირველ ეტაპზე გაიმართება ტრენინგებისა და ვორკშოპების სერია, სადაც მონაწილეები ისწავლიან დეზინფორმაციის კვლევის ინოვაციურ მეთოდებს სფეროს წამყვანი მკველვარებისგან, გამომძიებლებისგან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ტექნოლოგიურ ხელსაწყოებზე მომუშავე პირებისგან. ისინი აითვისებენ როგორც ღია წყაროებით გამოძიების, ასევე Social Listening-ით კვლევის თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
ბანაკის მეორე ეტაპზე, მონაწილეები, მენტორების დახმარებით, საგამოძიებო და კვლევითი მასალების შექმნაზე იმუშავებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა რუსული კავშირები და საინფორმაციო ოპერაციები, ყალბი ამბები, ანტიდასავლური კამპანიები, დეზინფორმაციის კოორდინებული ქსელები და ა.შ. მასალებზე მუშაობის პარალელურად, მათ DataFest Tbilisi 2023-ზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ. მასალებზე მომუშავე მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია ჰონორარი, გამარჯვებული ნაშრომების ავტორებისთვის კი, დამატებითი საგრანტო ფონდი.
დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკის შესახებ
ქართულ მედიასივრცეში დღითიდღე იზრდება დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის კონტენტი. შედეგად, იმატებს დეზინფორმაციასთან მებრძოლი ჟურნალისტების, მკვლევრებისა და აქტივისტების დატვირთვაც, რადგან მათი საქმიანობა, მეტ-ნაკლებად, კვლავ თეორიულ და ტრადიციულ მეთოდებს ეყრდნობა — ამ მეთოდების ეფექტიანობა კი თანდათანობით მცირდება, კონტენტის სიდიდიდან გამომდინარე.
უკანასკნელ წლებში, ქართული ტექნოლოგიური ქომიუნითის მიერ დეზინფორმაციის კვლევის, გამოძიებისა და გაშუქების არაერთი ინოვაციური ხელსაწყო შეიქმნა, რომლის მხარდამჭერი USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამა იყო.
ეს ხელსაწყოები მნიშვნელოვნად ამარტივებს და აუმჯობესებს კვლევის პროცესს. ხელსაწყოებს უკვე წარმატებით იყენებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები კორუფციასთან, დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან და სხვა საინფორმაციო მანიპულაციებთან საბრძოლველად. პროგრამის — დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკი — მიზანიც სწორედ ამ პრაქტიკის გაცნობაა ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის.
9 აგვისტოს, 14:00-ზე ონლაინ ინფო სესია გაიმართება, სადაც შეგეძლებათ მეტი შეიტყოთ ბანაკის შესახებ, მიიღოთ პრაქტიკული რჩევები და დასხვათ კითხვები. სესიაზე დასასწრებად დარეგისტრირდით აღნიშნულ ბმულზე.
ბანაკში მონაწილეობისთვის აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება 27 აგვისტომდე.
მონაწილეები აპლიკაციის საფუძველზე შეირჩევიან. კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: [email protected] ან [email protected]
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები