$550 ათასის ინვესტიციით კახეთში ჯიქეი ვაინერის მარანი გაიხსნა — პარტნიორი საქართველოს ბანკია
ფოტო: საქართველოს უნივერსიტეტი
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებას კვლავ აქტიურად უჭერს მხარს. ბანკისა და კომპანია ჯიქეი ვაინერის პარტნიორობით, კახეთში, სოფელ ნუკრიანში ჯიქეი ვაინერის მარანი გაიხსნა. მარნის ფართობი 632 მ2-ია. — მარნის ჯამური ინვესტიცია კი $550 ათასს შეადგენს. აქედან საქართველოს ბანკის ინვესტიცია (აწარმოე საქართველოს ფარგლებში) — $230 ათასია, ხოლო ჯიქეი ვაინერის ინვესტიცია — $320 ათასი.
ჯიქეი ვაინერის მარანში განთავსებულ 46 ქვევრში და უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში კლასიკური ტექნოლოგიით იწარმოება 6 სახეობის მშრალი ღვინო. აქცენტი გამახვილებულია ენდემური, კახური ჯიშის ღვინოებზე. ისეთებზე როგორებიცაა: რქაწითელი, ვარდისფერი რქაწითელი, ქისი და საფერავი. ამ ჯიშებიდან კომპანია აწარმოებს თეთრ, ქარვისფერ, ვარდისფერ და წითელ მშრალ ღვინოებს.
"კომპანია ჯიქეი ვაინერის მფლობელობაშია მარანი და რესტორანი დერგი, რომლის ფართობი 2,602 მ2-ია. რესტორანში მოწყობილ სადეგუსტაციო მარანში ხშირად უცხოელებისთვის ვმასპინძლობთ სხვადასხვა ღვინის ტურებს, სადაც ისინი ეცნობიან როგორც ქართული ღვინის, ასევე ჩვენს რესტორანში დამზადებულ კახური ტრადიციული კერძების მრავალფეროვნებას. აღსანიშნავია, რომ ჯიქეი ვაინერის ქისი და საფერავი ქართული ღვინის ექსპო 2023-ზე დაჯილდოვდა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით. წელს, კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ლონდონში და სეულში გამართულ საერთაშორისო ღვინის გამოფენებზეც. ამ ეტაპზე ღვინოს რეალიზაციას ვუწევთ საქართველოს ბაზარზე, თუმცა მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს და სამომავლოდ იგეგმება ევროპის და აზიის რამდენიმე ქვეყანაში ექსპორტზე გასვლა. მომდევნო წლებში ვგეგმავთ ყურძნის ჯიშების ასორტიმენტის გაზრდას. გვექნება კახური მწვანე, ხიხვი, მცვივანი კახური, სიმონასეული და ა.შ. ამჟამად კი კომპანია აწარმოებს მხოლოდ მშრალ ღვინოებს, მომავალი წლის რთველზე უკვე იგეგმება ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოების წარმოებაც. ვინაიდან, დიდია დაინტერესება მაღალ ალკოჰოლურ სასმელებზე ჯიქეი ვაინერი იწყებს როგორც ბრენდის, ასევე ჭაჭის წარმოებასაც", — განაცხადა ჯიქეი ვაინერის დირექტორმა, ეკა რუხაძემ.
"მოხარული ვართ, რომ წვლილი შევიტანეთ უკვე წარმატებული ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში. კომპანიას და ბიზნესს აქვს საინტერესო ისტორია, რომელიც მას უნიკალურს ხდის. კერძოდ, მეოცე საუკუნის დასაწყისში, სამმა ძმამ (ლევან, ივანე და დავით მჭედლიშვილებმა) დაიწყეს ღვინის მასობრივი წარმოება და ქვეყნის გარეთ ექსპორტზე გატანა. მას შემდეგ მათი შთამომავლები მუდმივად მისდევდნენ აგრონომიას და მევენახეობა-მეღვინეობას. 2021 წელს ძმები მჭედლიშვილების შთამომავალმა (მეოთხე თაობა) ეკა რუხაძემ კი დააარსა კომპანია ჯიქეი ვაინერი და დაიწყო ადგილობრივი, ენდემური კახური ყურძნის ჯიშებისგან ქართული ტრადიციული ღვინის წარმოება. კომპანია მუდმივად ცდილობს შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, როგორც მარანში ასევე რესტორან დერგში — მოიზიდოს, შეასწავლოს და დაასაქმოს ახალგაზრდა კადრები. ამის შედეგია ის, რომ დასაქმებულთა 90% ადგილობრივია. აღსანიშნავია, რომ ჯიქეი ვაინერი, ფოკუსირებულია იშვიათი, ქართული ჯიშის ყურძნისგან ღვინის დაყენებაზე და გეგმავს ყოველწლიურად განაახლოს პორტფოლიო. კომპანიის სამომავლო გეგმებში შედის ღვინის წარმოების გაფართოება, ასორტიმენტის გაზრდა და საერთაშორისო ბაზარზე სხვადასხვა ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა საექსპორტო მიზნებით", — განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის, კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები