GWP-ის მმართველი კომპანია აქუალია მედიას შეხვდა და საქმიანობაზე ინფორმაცია გააცნო
ფოტო: GWP
20 ივლისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მმართველმა კომპანიამ, ევროპულმა დარგობრივმა ინვესტორმა, აქუალიამ მედიასთან პირველი შეხვედრა გამართა და საზოგადოებას ქვეყანაში $180-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების შემდეგ გასულ 1 წელზე მეტში გაწეული სამუშაოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
GGU ჯგუფისა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა და GWP-ის განვითარების დირექტორმა, ზურა ალფაიძემ ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, რომლებიც, მათ შორის, ინფრასტრუქტურისა და სერვისის გაუმჯობესებას გულისხმობს.
როგორია აქუალიას გამოცდილება
აქუალია ევროპაში სიდიდით მეოთხე წყალმომარაგების კომპანიაა, ხოლო მსოფლიოში მეცხრე, რომელიც მხოლოდ წყალმომარაგების მიმართულებით მუშაობს და მომსახურებას უწევს ახლო აღმოსავლეთს, ლათინურ ამერიკას თუ ევროპის ქვეყნებს, მათ შორის, ესპანეთს, საფრანგეთს, იტალიას, პორტუგალიას, ჩეხეთს, რუმინეთსა და ახლა უკვე საქართველოს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, აქუალია წყალმომარაგების სექტორის საუკეთესო კომპანიად დასახელდა.
როგორ შედგა GWP-ისა და აქუალიას შეთანხმება
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამი ქალაქის — თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებაზე ზრუნავს და საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს ამარაგებს წყლით.
ზურა ალფაიძის თქმით, აღნიშნული მასშტაბი დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს, ამიტომ კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ მართვის სადავეები გამოცდილი ინვესტორისთვის გადაეცათ.
"ქართული წყალმომარაგების ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანია ვართ, რადგან საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჩვენ მიერ მოპოვებული, გაფილტრული წყლით მარაგდება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მმართველი გამხდარიყო ისეთი კომპანია, რომელსაც დარგობრივი გამოცდილება ექსპერტულ დონეზე აქვს", — აღნიშნა მედიასთან შეხვედრაზე ზურა ალფაიძემ.
ხოსე მიგელ სანტოს გონსალესის თქმით, აქუალიას, რომელიც 18 ქვეყნის 43 მილიონზე მეტ მოქალაქეს ემსახურება, წლების ექსპერტიზა, გამოცდილება და ცოდნა აქვს, რომელსაც საქართველოში სექტორის განვითარებისთვის გამოიყენებს.
"ჩვენი პრიორიტეტი ხარისხიანი წყალმომარაგება და მომხმარებლის კმაყოფილებაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოშიც ამ პრინციპს ვუერთგულოთ. ვიზრუნებთ ინფრასტრუქტურისა და სერვისის გაუმჯობესებაზე, ამასთან გარემოსდაცვით, ენერგოეფექტურ მეთოდებს დავნერგავთ. საქართველოს ევროპულ გამოცდილებას, რესურსს ვპირდებით, რომელიც ქართული წყალმომარაგების სექტორზე დადებით გავლენას იქონიებს და მდგომარეობას ბევრად გააუმჯობესებს", — აღნიშნა ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა.
რა სახის სამუშაო ჩატარდა ინვესტირების შემდეგ
ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აქუალიამ საქართველოში ინვესტიცია განახორციელა. ამ პერიოდში აქტიურად მიდიოდა კვლევითი სამუშაოები, ინფრასტრუქტურის შესწავლა თუ ოპერაციული ნაწილის ანალიზი, რაც სამოქმედო გეგმის დასახვისთვის იყო აუცილებელი.
ზურა ალფაიძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების სისტემის მასშტაბიდან გამომდინარე, ეს შრომატევადი, ხანგრძლივი პროცესი იყო, რომელიც ყველა დეტალის საფუძვლიან მოკვლევას მოიცავდა, მათ შორის, 6 სათავე ნაგებობისა და წყალმომარაგების 4 ათას კილომეტრზე მეტი სიგრძის ქსელის დათვალიერებას.
"კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რაც აუცილებელია, რადგან, ერთი მხრივ, არსებული პრობლემების აღმოფხვრისთვის სამოქმედო ნაბიჯების დასახვაში გვეხმარება, მეორე მხრივ, ქალაქის განვითარებასთან ერთად თანმდევი სერვისების დაგეგმვას აადვილებს", — აღნიშნა ზურა ალფაიძემ.
ხოსე მიგელ სანტოს გონსალესის თქმით, აქუალიას გამოცდილი თანამშრომლები, რომლებსაც წლების ექსპერტიზა აქვთ, საკუთარ ცოდნას ადგილობრივად დასაქმებულ ადამიანებსაც გაუზიარებენ და ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ ერთობლივი იდეის გარშემო შეჯერდნენ და მოქალაქეებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება და სასმელი წყალი მიაწოდონ.
კომპანიის წარმომადგენლებმა მედიასთან აღნიშნეს ისიც, რომ მოკვლევის შედეგების შესახებ დეტალურ ინფორმაციასა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მომდევნო თვეში გააცნობენ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები