საქართველოს ბანკის პროექტის მონაწილე ქართული კომპანია wowchy უზბეკეთის ტექ. პარკის რეზიდენტი გახდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
სასაჩუქრე ბარათების ქართული ვებ პლატფორმა wowchy უზბეკეთის ტექ. პარკის რეზიდენტი გახდა. რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიას ახლა აქვს შესაძლებლობა, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით საკუთარი პროდუქტი უზბეკეთის ბაზარს შესთავაზოს და მიიღოს დამატებითი ბენეფიტები. კერძოდ, ისარგებლოს 7.5%-იანი საშემოსავლო და 0%-იანი კორპორაციული გადასახადით, რომელიც ტექ. პარკის რეზიდენტებისთვის მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ wowchy საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის 11 მონაწილიდან ერთ-ერთია, რომელიც უზბეკეთში 22 ადგილობრივ კომპანიასთან შესახვედრად გაემგზავრა.
საქართველოს ბანკისა და USAID-ის მიზანს ცენტრალურ აზიაში ტექნოლოგიური სერვისების ექსპორტის წახალისების ხელშეწყობისთვის, ქართულ ICT კომპანიებსა და უცხოურ ორგანიზაციებს შორის B2B შეხვედრების გამართვა წარმოადგენდა, რომელიც დაეხმარებოდა მონაწილეებს, ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და ბიზნესების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაში. ამასთან, ინიციატივის ფარგლებში, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლები უზბეკეთში ამერიკული სავაჭრო პალატის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.
"აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობის ფარგლებში შევხვდით პოტენციურ პარტნიორებს, ინვესტორებს და რაც მთავარია, IT Park-ის წარმომადგენლებს და გავეცანით იმ შესაძლებლობებს, რასაც რეზიდენტობა გვაძლევდა. ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა ჩვენს გადაწყვეტილებაზე გაგვეხსნა უზბეკეთში კომპანიის წარმომადგენლობა", — აღნიშნავს თათია ხაინდრავა, wowchy-ს თანადამფუძნებელი.
"საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ჩვენი ინიციატივების ფარგლებში უკვე 2000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შევქმენით განვითარების ახალი შესაძლებლობები. ამასთან, ძალიან გვახარებს, როდესაც ვხედავთ, ჩვენი პროექტების მონაწილე კომპანიების წარმატებას ლოკალურ და საერთაშორისო ასპარეზზე. wowchy-ს მიერ უზბეკეთის ტექ. პარკის რეზიდენტის სტატუსის მოპოვება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ვულოცავთ კომპანიის წარმომადგენლებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და მომავალში კიდევ უფრო მეტი ახალი ბაზრის ათვისებას ვუსურვებთ", — აღნიშნავს ოლღა ნაკაშიძე, საქართველოს ბანკის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების პროექტების მენეჯერი.
ინფორმაციისთვის, wowchy პირველი სასაჩუქრე ბარათების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, მარტივად შეარჩიონ ცნობილი ბრენდების სასაჩუქრე ბარათები სახლიდან გაუსვლელად, გადაიხადონ ონლაინ და გაუგზავნონ საყვარელ ადამიანებს ციფრული სახით მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, სულ რამდენიმე წუთში.
დღეს wowchy-ს პარტნიორების რაოდენობა 300-ს უტოლდება. კომპანიას შემოსავლების 400%-იანი ზრდა აქვს.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები