NATO-ს სამიტის პირველი დღე ვილნიუსში: რა ითქვა უკრაინაზე და რა — საქართველოზე
ფოტო: REUTERS
რატომ არის მნიშვნელოვანი: 11-12 ივლისს, ვილნიუსში ნატოს სამიტი იმართება, რომელშიც უკრაინის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობს, მისი საკვანძო საკითხი კი უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაა.
- ალიანსის წევრი სახელმწიფოები ომში მყოფი უკრაინის დახმარებასა და უსაფრთხოების გარანტიებზე მსჯელობენ, ასევე, განიხილავენ ქვეყნის გზას NATO-ს წევრობისკენ.
- უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ 10 ივლისს განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია და NATO-მ გადაწყვიტა, უკრაინა ალიანსში MAP-ის გარეშე მიიღოს.
- მიუხედავად ამისა, სამიტის დაწყების წინ ზელენსკიმ ალიანსი გააკრიტიკა — მისი თქმით, უკმაყოფილოა მიღებული სიგნალებით, რომ არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა NATO-ს წევრი გახდეს.
- გუშინ ვილნიუსში სამიტზე დასასწრებად ჩავიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.
- სამიტში არც საქართველოს პრეზიდენტი და არც პრემიერმინისტრი მონაწილეობენ.
უკრაინაზე ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ "ქვეყნის მომავალი NATO-შია".
- ეს სიტყვები ნათქვამია ალიანსის სამიტის კომუნიკეშიც, სადაც ასევე, საუბარი იმაზე, რომ უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაცია გასცდა წევრობის სამოქმედო გეგმის ქონის საჭიროებას.
- თუმცა უარი თქვეს, კიევის ოფიციალურ მოწვევაზე ან გაწევრიანების კონკრეტული თარიღის დასახელებაზე.
საქართველოზე კომუნიკეში გაკეთებული ჩანაწერით კიდევ ერთხელაა ხაზგასმული, რომ ნატო მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს მაგრამ ალიანსთან დაახლოების გზაზე რეფორმების გატარებაა საჭირო.
- ნათქვამია, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევების გარეშე.
- ასევე, მოუწოდებენ რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართელოდან და ასევე, გადახედოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს.
- გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია საქართველოს შეიარაღებული ძალების წვლილი საერთაშორისო მისიებში.
- თუმცა, უკრაინისგან განსხვავებით, ნათქვამია, რომ MAP ნატოში გაწევრიანების გზაზე განუყოფელი ნაწილი იქნება.
შეფასებები: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართული მხარე მიესალმება სამიტის დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას.
- "საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სამიტზე წევრი ქვეყნების მიერ დადასტურებული მზაობა, რათა გაგრძელდეს მუშაობა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, განხორციელების მიმართულებით".
- კობახიძემ კი საზოგადოებოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ საქართველოსთვის მუდმივი რისკია ნატოსა და საქართველოს შორის არსებული მდგომარეობის დიდი ხნით გაგრძელება.
- "უკრაინის მაგალითზე ეს ვნახეთ, დიდი ხანი კარში დგომა იწვევს მძიმე შედეგებს", — ამბობს ის.
- ამ შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა 10 ივლისს შალვა პაპუაშვილმა და NATO გააკრიტიკა.
- აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ვილნიუში მიმდინარე სამიტს ასე გამოეხმაურა:
- "დაკარგული შესაძლებლობაა, რომ საქართველოდან არ ესწრება არც პრეზიდენტი და არც პრემიერი. მაშინ, როცა ქართველების უმრავლესობა მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას, მათმა მთავრობამ ქვეყანა განხილვის მიღმა დატოვა".
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები