ბაზისბანკთან პარტნიორობით შატო ატენი გაფართოვდა და ახალი კოტეჯები ააშენა
ფოტო: ბაზისბანკი
გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, სოსო ვანიშვილი საკუთარ ვენახებსა და საოჯახო მარანს ფლობს. მეღვინეს ბავშვობიდან აკავშირებს ვაზის სიყვარული, რაც შემდგომ ბიზნესში გადაზარდა და ვენახების გაშენების შემდგომ, 2016 წლიდან შექმნა საოჯახო მარანი, დაიწყო მოწეული მოსავლის გადამუშავება და ბოთლში ჩამოსხმა.
ატენი ერთადერთი რეგისტრირებული ცქრიალა ღვინოა საქართველოში და დღესდღეობით რაიონში მას მხოლოდ შატო ატენი აწარმოებს. 2020 წელს კი შატო ატენმა საქართველოში წლის საუკეთესო მცირე მეღვინეობის ჯილდო მიიღო.
ბიზნესის გაფართოების მიზნით და ვიზიტორთა მხრიდან დიდი მოთხოვნის შესაბამისად, მარნის ტერიტორიაზე საჭირო გახდა კოტეჯების მშენებლობა. 2023 წელს, ბაზისბანკთან პარტნიორობით შატო ატენის ტერიტორიაზე სამი ახალი კოტეჯი აშენდა, რაც მეღვინეს შესაძლებლობას აძლევს, კოტეჯებში განათავსოს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრები.
"წლების განმავლობაში ჩვენი სტუმრებისგან იყო თხოვნა, რომ მათი სტუმრობა არ ყოფილიყო შემოფარგლული ერთი დღით და ჰქონოდათ შატოს ტერიტორიაზე დარჩენის შესაძლებლობა, აქედან წამოვიდა კოტეჯების მშენებლობის იდეა და ბაზისბანკთან თანამშრომლობით შევძელით ამ პროექტის განხორციელება. მინდა ავღნიშნო, რომ პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, გვაქვს დიდი მოთხოვნა და ხანდახან ხდება ისიც, რომ თავისუფალი კოტეჯის არარსებობის შემთხვევაში, გვიწევს ვიზიტორებისთვის განთავსებაზე უარის თქმა. ბაზისბანკი არის ჩვენი სანდო ფინანსური პარტნიორი და მასთან ერთად ვფიქრობ უფრო გავფართოვდეთ, დავამატოთ კოტეჯები და კიდევ მეტ სტუმარს ვუმასპინძლოთ შატო ატენში", — ამბობს შატო ატენის დამფუძნებელი, სოსო ვანიშვილი.
"ბაზისბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მცირე მეწარმეობის მხარდაჭერა წარმოადგენს. შატო ატენის განვითარებისთვის და ახალი კოტეჯების მშენებლობისთვის, საჭირო გახდა ჩვენი ჩართულობა. ბიზნეს იდეას მივუდექით ინდივიდუალურად და ჩვენსა და მეღვინეს შორის პარტნიორობის ფარგლებში შატოს ტერიტორიაზე აშენდა სამი ახალი კოტეჯი. წარმატებებს ვუსურვებ მეწარმეს და იმედი მაქვს კიდევ ბევრი პროექტის განხორციელებას შევძლებთ ჩვენს რეგიონში", — აღნიშნავს ბაზისბანკის რეგიონალური მმართველი, გიგა ქოთუაშვილი.
ბაზისბანკის და შატო ატენის პარტნიორობის ვიდეო ისტორია:
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები