"აღარ დარჩა არგუმენტი, რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო" — პაპუაშვილი NATO-ს აკრიტიკებს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
რას ამბობს პაპუაშვილი: ის პოსტს იწყებს იმით, რომ ალიანსში გაწვრიანება მხოლოდ საქართველოზე არაა დამოკიდებული და წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სიტყვები მოჰყავს:
- "გთხოვთ, დიდხანს ნუ გაგვაჩერებთ ღია კარში, შეიძლება, ორპირ ქარში გავცივდეთო — იყო რაღაც წინასწარმეტყველური ოც წელზე მეტი ხნის წინ შევარდნაძის ნახევრად ხუმრობით წარმოთქმულ გაფრთხილებაში NATO-ს მიმართ".
- პაპუაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ NATO-ს მხრიდან საქართველოს წევრობის მიმართ მიდგომაში, თვისებრივად, ცოტა რამ შეიცვალა და ჩამოთვლის იმ "მიღწევებს", რაც, მისი სიტყვებით, ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში აქვს.
- "ბოლო ათწლეულებში საქართველომ ძირეულად შეცვალა დემოკრატიული ინსტიტუტები, უკან მოიტოვა მმართველობის ავტორიტარული სისტემა, ხოლო თავდაცვის შესაძლებლობები NATO-ს სტანდარტებამდე გააუმჯობესა".
- შემდეგ კი წერს, რომ ამის მიუხედავად, ალიანსი "სამიტიდან სამიტამდე მხოლოდ იმეორებს დაპირებას წევრობის შესახებ".
- "დღეს საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან NATO-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა", — წერს პაპუაშვილი.
დეტალები: პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისკენ მისწრაფების ერთ-ერთ საწინააღმდეგო არგუმენტად დემოკრატიის ნაკლებობა სახელდებოდა.
- შემდეგ კი ამტკიცებს, რომ ამას ქართულმა ოცნებამ ბოლო ათწლეულში წარმატებით გაართვა თავი.
- "კარგად გვესმის, რომ დემოკრატია არა დანიშნულების ადგილი, არამედ გზაა. მაგრამ, თუკი გზა უსასრულოდ გაიწელება, საქართველოს მდგომარეობა აქილევსის პარადოქსს დაემგვანება, როდესაც დანიშნულების ადგილამდე მიღწევა შეუძლებელია, ვინაიდან მიზნამდე მიღწევისას აღმოჩნდება, რომ სამიზნე, ყოველ ჯერზე, თუნდაც უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც წინ იწევს".
- ასევე, ირწმუნება, რომ საქართველოს ახლა კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის, ასევე, საჯარო სექტორის კეთილსინდისიერების მხრივ, უკეთესი სტანდარტები აქვს, ვიდრე NATO-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანას.
გარდა ამისა, წერს, რომ 2008 წელს საქართველოს წევრობის შემთხვევაში, არც ომი და არც რუსული ოკუპაცია არ იქნებოდა.
- მისივე თქმით, საქართველოსთვის ალიანსში გაწევრებაზე უარის თქმამ, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმასაც შეუწყო ხელი.
- ასევე, საუბარობს იმაზეც, რომ შეუძლებელია ალიანსის მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო.
- "დაპირისპირებულ საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, შიდა რადიკალიზმთან ერთად, ყოველთვის შეუძლია საქართველოს დემოკრატიული სისტემის პრობლემებზე არასწორი აღქმების შექმნა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბი ხდება".
აკრიტიკებს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ესტონეთის პრემიერმინისტრის ინტერვიუს, სადაც მან თქვა, რომ საქართველოს მთავრობას NATO-ს წევრობის არ სჯერა.
- "სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ერთ დროს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, დღეს სკეპტიკოსად იქცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში".
- მისი თქმით, ესტონეთის პრემიერმა ეჭვი შეიატანა იმაში, ცდილობს თუ არა საქართველო ალიანსში გაწევრიანებას.
- "ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო ნატო-სგან საქართველოს განცალკევება, ისეთი შეცდომაა, რომელსაც მომავალი არ გვაპატიებს. საქართველოს ნატო-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს".
ოპოზიციაში პაპუაშვილის განცხადება გააკრიტიკეს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ დაწერა, რომ წერილი მნიშვნელოვან უზუსტობასთან ერთად NATO-ში წევრობისთვის მოსახლეობაში იმედგაცრუების ირიბ მიზანს ემსახურება.
- აქუბარდიამ აღნიშნა, რომ NATO არის სამხედრო პოლიტიკური ალიანსი და დემოკრატიული რეფორმების გატარების გარეშე ქვეყნები იქ ვერ გაწევრიანდებიან.
- დაწერა, რომ მიშელის შეთანხმებას NATO მიესალმა და ალიანსში წევრობის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, მისი ანულირების შემდეგ კი ღიად დაიწყო საქართველოს მთავრობის კრიტიკა დემოკრატიული რეფორმების გამო.
- "იქნებოდა ეს NATO-ს გენერალური მდივანი პრემიერ ღარიბაშვილთან არაერთგზის შეხვედრისას, თუ ნატოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა".
- აქუბარდია საუბრობს იმაზეც, რომ სტოლტენბერგმა საქართველო შაულედური პოზიციის მქონე ქვეყნების კონტექსტში მოიხსენია.
- "ამ ტიპის სახელმწიფოები არ არიან NATO-ს მოკავშირეები, თუმცა რუსეთის ძალმომრეობისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ. სტოლტენბერგის თქმით, ეს არაა საუკეთესო პოზიცია, თუმცა ეს ქვეყნები დაუცველი არიან. ამიტომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა მადრიდის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ ქვეყნების მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერონ".
- აქუბარდა ხაზს უსვამს იმასაც, რომ ალიანსში წევრობისთვის 12 რეკომენდაციის სრულფასოვნად შესრულებაც აუცილებელია, შესაბამისად, პაპუაშვილის განცხადება, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა და ჯერი NATO-ზეა, სიმართლე არაა.
- რაც შეეხება ესტონეთის პრემიერის კრიტიკას, დეპუტატი ამ საკითხზე პაპუაშვილის შეფასებას დაუშვებეს უწოდებს.
კონტექსტი: დღეს გავრცელდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადება, რომ შეთანხმება მიღწეულია და NATO-მ გადაწყვიტა, უკრაინა ალიანსში MAP-ის გარეშე მიიღოს.
- აქუბარდია აღნიშნავს, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველო უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე არ იქნება წარმოდგენილი, თუნდაც სტუმრის სახით, განსხვავებით უკრაინისგან.
- დეპუტატის შეფასებით, MAP-ის გარეშე უკრაინის ალიანსში წევრობის პერსპექტივა NATO-მდე გზას მნიშვნელოვნად ამოკლებს.
- "საქართველო რას მიიღებს ამ მოცემულობაში, როცა დემოკრატიული რეფორმები გაყინულია და ნატოში წევრობის პოლიტიკურ დონეზე რიტორიკა და მუშაობა აღარ მიმდინარეობს?"
- "და ვისი ბრალია ეს ყველაფერი ნატოსი თუ ქართული ოცნების მთავრობის? რაში აწყობს მმართველ პარტიას ნატოზე ხელისგაშვერა მაშინ, როცა ის ჯიუტად ეწინააღმდეგება ნატოსკენ გზას დემოკრატიის ხარისხის გაუარესებით? იმისთვის რომ გაიზარდოს ნატოში წევრობის მიმართ სკეპტიციზმი, რაც პირდაპირ თუ ირიბად ანტიდასავლური განწყობების გაზრდას ემსახურება და ღიად უპირისპირდება საქართველოს გაცხადებულ საგარეო პოლიტიკას, რაც დიახ კონსტიტუციური ვალდებულებაა მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარისთვის!"
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები