სახალხო დამცველი ფესტივალის ჩაშლას გამოეხმაურა — რა წერია განცხადებაში
ფოტო: სახალხო დამცველი
რა მოხდა: ალტინფოს დაორგანიზებული ჰომოფობიური, ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფები სასულიერო პირებთან ერთად დღეს ვაჟა ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით თბილისი პრაიდის საფესტივალო ტერიტორიაზე ავიდნენ.
- ისინი დაუფარავად აჟღერებდნენ დანაშაულებრივ მოწოდებებს და ამბობდნენ, რომ დახურულ ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიების ჩაშლას აპირებდნენ.
- გზაშიც და საფესტივალო ტერიტორიასთანაც მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფები ლისის ტბამდე დაუბრკოლებლად ავიდნენ.
- ამის შემდეგ მათ არაერთხელ გაარღვიეს პოლიციის კორდონი.
- ადგილზე სპეცეკიპირებაში მყოფი სამართალდამცავებიც გამოჩნდნენ, თუმცა ამის მიუხედავად მოძალადეები წინ მიიწევდნენ და საბოლოოდ, საფესტივალო ტერიტორიამდე მივიდნენ.
- თბილისი პრაიდის გუნდს ტერიტორიის დატოვება მოუწია.
- ფესტივალი ჩაიშალა — ორგანიზატორებმა მოუწოდეს სტუმრებს, აღარ ავიდნენ ლისზე, რადგან იქ ყოფნა უსაფრთხო არ არის.
- მოძალადეები ტერიტორიაზე შეიჭრნენ, დაარბიეს და დაწვეს დროშები და სტენდები, გაძარცვეს ბარები და მოიპარეს პირადი ნივთები.
დეტალები: მოგვიანებით პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის.
- შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თავის მართლება სცადა და უსაფრთხოების ვერდაცვა გაშლილ სივრცეს და ხალხის რაოდენობას დააბრალა.
- მისი მტკიცებით, დილიდან მობილიზებული იყო ყველა საჭირო დანაყოფი, ვისაც ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება.
- ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ გადაკეტეს გზები და არ მიიღეს შესაბამისი პრევენციული ზომები, მან არ უპასუხა.
- დარახველიძემ არ უპასუხა არც იმ კითხვას, რატომ არ გამოიყენეს წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც ტერიტორიაზე ჰყავდათ აყვანილი.
- პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის აზრით, პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა და სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება.
- პრაიდის ფესტივალის ჩაშლის შემდეგ მისმა თანაგუნდელმა, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ მოძალადეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ჰომოფობიურ პოსტში კმაყოფილება გამოხატა.
- მომხდარი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა. ფესტივალის ჩაშლის შემდეგ ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და შსს და მმართველი გუნდი გააკრიტიკა და ვალდებულებები შეახსენა.
- იმედგაცრუება და შეძრწუნება გამოხატეს ელჩებმა.
- "მოვუწოდებ ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას", — დაწერა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.
- "მე სრულიად იმედგაცრუებული ვარ, რომ მიუხედავად წინასწარ მოწოდებული უსაფრთხოების გარანტიებისა, უსაფრთხოების რისკების გამო, დღეს პრაიდფესტივალი ვერ ჩატარდა. დღეს და წარსულში ძალადობის ყველა ორგანიზატორი უნდა იყოს სრულად გამოძიებული და სასამართლოს წინაშე წარდგენილი", — განაცხადა ნიდერლანდების ელჩმა.
სახალხო დამცველის განცხადება ფესტივალის ჩაშლიდან რამდენიმე საათში გამოქვეყნდა. მანამდე ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში არაერთმა აქტივისტმა და მოქალაქემ დათაგა და მოუწოდა, დროულად დაეგმო ძალადობა.
- "როგორც კვირეულის დასაწყისში სახალხო დამცველმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ჯგუფს, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს მათი მოსაზრებები საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის", — ასე იწყება სახალხო დამცველის პოსტი.
- აქვე აღნიშნულია, რომ ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ეკისრება და მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას — დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა.
- იოსელიანის პოსტი ისე სრულდება, რომ არ არის ნახსენები პრორუსული, ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფები და მხოლოდ ის წერია, რომ "დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქცია".
- "სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რაც მთავარია, უსაფრთხო გარემოში. გარდა ამისა, ყველა კანონდარღვევაზე მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება", — ასე სრულდება პოსტი.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები