ვინ დუმს ამ დრომდე და ვინ დაგმო პრაიდფესტივალის ჩაშლა და ძალადობა
ფოტო: InterPressNews.ge
რა მოხდა: ალტინფოს დაორგანიზებული ჰომოფობიური, ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფები სასულიერო პირებთან ერთად დღეს ვაჟა ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით თბილისი პრაიდის საფესტივალო ტერიტორიაზე ავიდნენ.
- ისინი დაუფარავად აჟღერებდნენ დანაშაულებრივ მოწოდებებს და ამბობდნენ, რომ დახურულ ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიების ჩაშლას აპირებდნენ.
- გზაშიც და საფესტივალო ტერიტორიასთანაც მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფები ლისის ტბამდე დაუბრკოლებლად ავიდნენ.
- ამის შემდეგ მათ არაერთხელ გაარღვიეს პოლიციის კორდონი.
- ადგილზე სპეცეკიპირებაში მყოფი სამართალდამცავებიც გამოჩნდნენ, თუმცა ამის მიუხედავად მოძალადეები წინ მიიწევდნენ და საბოლოოდ, საფესტივალო ტერიტორიამდე მივიდნენ.
- თბილისი პრაიდის გუნდს ტერიტორიის დატოვება მოუწია.
- ფესტივალი ჩაიშალა — ორგანიზატორებმა მოუწოდეს სტუმრებს, აღარ ავიდნენ ლისზე, რადგან იქ ყოფნა უსაფრთხო არ არის.
- მოძალადეები ტერიტორიაზე შეიჭრნენ, დაარბიეს და დაწვეს დროშები და სტენდები, გაძარცვეს ბარები და მოიპარეს პირადი ნივთები.
დეტალები: მოგვიანებით პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის.
- შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თავის მართლება სცადა და უსაფრთხოების ვერდაცვა გაშლილ სივრცეს და ხალხის რაოდენობას დააბრალა.
- მისი მტკიცებით, დილიდან მობილიზებული იყო ყველა საჭირო დანაყოფი, ვისაც ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება.
- ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ გადაკეტეს გზები და არ მიიღეს შესაბამისი პრევენციული ზომები, მან არ უპასუხა.
- დარახველიძემ არ უპასუხა არც იმ კითხვას, რატომ არ გამოიყენეს წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც ტერიტორიაზე ჰყავდათ აყვანილი.
- პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის აზრით, პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა და სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება.
- პრაიდის ფესტივალის ჩაშლის შემდეგ მისმა თანაგუნდელმა, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ მოძალადეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ჰომოფობიურ პოსტში კმაყოფილება გამოხატა.
მომხდარი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა. ფესტივალის ჩაშლის შემდეგ ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და შსს და მმართველი გუნდი გააკრიტიკა და ვალდებულებები შეახსენა.
- იმედგაცრუება და შეძრწუნება გამოხატეს ელჩებმა.
- "მოვუწოდებ ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას", — დაწერა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.
- "მე სრულიად იმედგაცრუებული ვარ, რომ მიუხედავად წინასწარ მოწოდებული უსაფრთხოების გარანტიებისა, უსაფრთხოების რისკების გამო, დღეს პრაიდფესტივალი ვერ ჩატარდა. დღეს და წარსულში ძალადობის ყველა ორგანიზატორი უნდა იყოს სრულად გამოძიებული და სასამართლოს წინაშე წარდგენილი", — განაცხადა ნიდერლანდების ელჩმა.
რამდენიმე ოპოზიციური პარტია საჯარო პოსტებით გამოეხმაურა ძალადობრივი ჯგუფების ქცევას და შსს-ს რეაგირებას.
- "პარტია დროა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ყველა ლგბტქი+ ადამიანს და თბილისი პრაიდის გუნდს. ყველა შესაძლო სახით, თუნდაც ფიზიკურად, დავიცავთ შეკრებისა და გამოხატვის თქვენს კონსტიტუციურ უფლებას. რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ ფესტივალის ორგანიზატორების ინსტრუქციების მიხედვით", — ვკითხულობთ დროას განცხადებაში.
- "ხელისუფლებამ კვლავ უარი განაცხადა პრაიდის ფესტივალის მონაწილეების ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფაზე, მოტყუებით მისცა მათ უსაფრთხოების გარანტიები და კვლავ დააყენა ისინი შავრაზმული ფიზიკური ძალადობის საფრთხის წინაშე და მისივე მოკავშირე პუტინისტური კრიმინალური ჯგუფების მოგერიების ნაცვლად, თავად ფესტივალის მონაწილეები გაიყვანა კერძო საფესტივალო ტერიტორიიდან", — წერს ევროპული საქართველო.
- "ამ ქვეყანაში ოცნება აერთიანებს სუს-ს, პოლიციას, მურუსიძის სასამართლოს, საპატრიარქოს მრევლს, კრიმინალურ სამყაროს, რომლებშიც გადაზელილია ის ორკების არმია, რომელიც დღეს ვიხილეთ. ამ ხალხზე დგას დღეს აქ რუსეთიც, ბიძინაც და მისი ნებისმიერი მონაც. არავინ მათ არ მოექცევა ისე, როგორც ექცევიან იმ ხალხს, ვინც რუსეთს/ბიძინას ებრძვის. მითუმეტეს, არავინ მათ არ დაშლის წყლით, გაზით და ხელკეტებით", — წერს გირჩი მეტი თავისუფლება.
- "სანამ ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ კოორდინაციაში არიან მოძალადეებთან და ადამიანი საერთოდ არაფერს ნიშნავს მათთვის, არავინ, საერთოდ არავინ არაა დაცული ამ ქვეყანაში!!! პოლიციამ ვერ შეაჩერა მოძალადეები??? ვის სჯერა ამის?!! მოძალადეა თითოეული ხელისუფლებიდან და მათ შორის ის ქალები განსაკუთრებით, საკუთარი შვილები რომ დაცული ჰგონიათ და თავის არაადამიან თანაპარტიელებს "აპრავებენ"!! მეზიზღებით ყველანი", — დაწერა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.
- "ანუ პოლიცია საკმაოდ ბევრია, მაგრამ მოძალადეები მაინც არღვევენ კორდონს, პრაიდის ღონისძიება ჩაიშალა… სადაა სახელმწიფო, რომელმაც ადამიანი (და არა "ძლიერი" ჯგუფი/მოძალადე ჯგუფი) უნდა დაიცვას?! სახლში ვინ გრძნობთ თავს დაცულად?", — აღნიშნა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.
ამ დრომდე დუმს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. ომბუდსმენის ოფიციალურ და მის პირად ფეისბუქგვერდებზე არანაირი განცხადება არ გამოქვეყნებულა.
- ჩვენ დავუკავშირდით ომბუდსმენის აპარატს კითხვით, იქნება თუ არა და როდის იქნება სახალხო დამცველის შეფასება — პრესსამსახურში გვითხრეს, რომ შეგვატყობინებენ, როცა იქნება.
- გარდა ამისა, განცხადებები არ გაუვრცელებია ნაციონალურ მოძრაობას და მის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს.
- თუმცა პარტიის წევრმა, ანა წითლიძემ დაწერა: "რობოკოპები, წყლის ჭავლი — ეს მხოლოდ ანტირუსული აქციების დროს გამოიყენება, ანტისაოკუპაციო მიტინგების დასაშლელად ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ? შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუ გაწუწვა დაგენანათ ამ მოძალადეების?"
- საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, გირჩი, მოქალაქეები, საქართველოსთვის, სტრარეგია აღმაშენებელი და ლელოც დუმილის რეჟიმში არიან — არც პარტიების და არც მათი თავმჯდომარეების გვერდებზე განცხადებები არ გამოქვეყნებულა.
- იძებნება საქართველოსთვის დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადება: "ხელისუფლებას გაცხადებული ჰქონდა, რომ უზრუნველყოფდა დღევანდელი ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოებას. ახლა ამის საპირისპირო ხდება — ხელისუფლება საბაზისო ფუნქციებს, როგორიცაა მართლწესრიგის დაცვა, ადამიანების ფიზიკური უსაფრთხოება, ვეღარ ასრულებს."
- მომხდარზე არ უსაუბრია მთავარ პასუხისმგებელ პირებსაც — არც მთავრობას და არც პრემიერმინისტრს.
- ასეთი სიტუაციაა 18:07 საათის მონაცემებით — ჩვენ ვაგრძელებთ, სხვა პოლიტიკოსებისა და დეპუტატების გამოხმაურებების ძებნას და მოძიების შემთხვევაში, მათ ნახვას ჩვენს არხებზე შეძლებთ.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

კომენტარები