როგორ ჩაიარა პრაიდის საერთაშორისო კონფერენციამ თბილისში
ფოტო: ლანა როყვა / On.ge
პრაიდის კვირეულის ფარგლებში, 6 ივლისს, თბილისში რიგით მესამე საერთაშორისო ლგბტქ+ კონფერენცია გაიმართა.
- "სიყვარულს ვერ დაამარცხებ" — წლევანდელი კვირეულის მთავარი სათქმელია.
- ორგანიზატორები ამბობენ, რომ სლოგანზე ბევრი იფიქრეს, რადგან არ იცოდნენ, როგორ აღიქვამდნენ მას ადამიანები, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, "სიყვარული მუშაობს".
- კონფერენციის მთავარი თემები ევროპაში ლგბტქ+ ადამიანების უფლებებისა და თანასწორობის მდგომარეობა, ანტიგენდერული მოძრაობები, სტრატეგიული კომუნიკაციები და მდგრადი მოძრაობის მშენებლობა იყო.
- ღონისძიებას 150 მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, უფლებადამცველები, ექსპერტები და ლგბტქ+ ადამიანები.
ფოტო: ლანა როყვა / On.ge
პირველი გამომსვლელი ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, მააიკე ვან კოლდამი იყო.
- ელჩმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდების სამეფო ლგბტქ+ ადამიანების გვერდით დგას.
- "მოუთმენლად ველოდები, რომ დავესწრო პრაიდის ფესტივალს. ეს არის დღესასწაული. ეს არ არის უმრავლესობაზე ან უმცირესობაზე. ეს არის, იყო ის, ვინც ხარ. არ აქვს მნიშვნელობა, რა არის შენი სექსუალური ორიენტაცია, რა გინდა, აკეთო ცხოვრებაში, რამდენად აქტიური გინდა, იყო. ესაა, ისარგებლო შენი კონსტიტუციური უფლებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით", — განაცხადა მან.
- ისაუბრა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობაზეც და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, ორგანიზატორები სათანადოდ დაისაჯონ.
- ელჩმა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ მოწყვლადი ჯგუფების დაცვა 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია, რომლის შესრულებაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად სჭირდება.
ფოტო: ლანა როყვა / On.ge
გარდა ამისა, ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP-ის) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა.
- კლეიტონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ლგბტქ+ ადამიანების მხარდაჭერას თანასწორობისთვის ბრძოლაში.
- "ჩემს უმცროს შვილს აქვს მაისური, რომელსაც აწერია, ბედნიერი ვარ, რომ ვარ "მე". ვფიქრობ, ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ გვინდა, შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც კანის ფერისა თუ სექსუალური ორიენტაციისა მიუხედავად, ადამიანები იქნებიან ბედნიერები იმით, ვინც არიან და როგორებიც არიან", — თქვა მან.
ფოტო: ლანა როყვა / On.ge
UNDP-ის წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ პრაიდის კვირეულში მონაწილეობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის, რადგან ეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ეხება.
- "ანტონიო გუტიერეშის სიტყვები რომ მოვიშველიო, ყველას აქვს უფლება, აირჩიოს და იცხოვროს ისე, როგორც უნდა, ყველას აქვს უფლება, უყვარდეს ის, ვინც მას უნდა და ნებისმიერი მიმართულებით იყოს თავისუფალი საკუთარ არჩევანში", — თქვა მან.
- ბერესფორდმა ყურადღება გაამახვილა გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე და დასძინა, რომ ის ყველასთვის საერთო უნდა იყოს.
- "უფლებებს ჩვენ ვერ ავირჩევთ. დეკლარაცია არ არის მენიუ, საიდანაც შეგვიძლია, ავირჩიოთ უფლებები, რომლებიც მოგვწონს. ადამიანის უფლებების დაცვა არის ყველასთვის. ამიტომ ჩვენ ვერ ავირჩევთ, რომელი ჯგუფი უფრო იმსახურებს უფლებებს და რომელი ნაკლებად. ადამიანის უფლებები ფუნდამენტურია და თანასწორობა არის ყველასათვის".
ფოტო: ლანა როყვა / On.ge
ლგბტქ+ კონფერენცია პანელური დისკუსიებითა და ვორქშოპებით გაგრძელდა.
- აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უნგრეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან და დიდი ბრიტანეთიდან ერთმანეთს ცოდნა და თანასწორობისთვის ბრძოლის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
- თბილისი პრაიდის გუნდის წევრები ამბობენ, რომ პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა.
ფოტო: ლანა როყვა / On.ge
ფოტო: ლანა როყვა / On.ge
ფოტო: ლანა როყვა / On.ge
ფოტო: ლანა როყვა / On.ge
ფოტო: ლანა როყვა / On.ge
ფოტო: ლანა როყვა / On.ge
ფოტო: ლანა როყვა / On.ge
ფოტო: ლანა როყვა / On.ge
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები