რას წერს ივანიშვილის ადვოკატი თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელზე
რა ხდება: პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ უფროსს 2017 წელს 8 258,13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავება, რომლის ღირებულებაც იმ პერიოდში 39 215 820 დოლარი იყო.
- მათი ცნობით, 2015 წლის ზაფხულში ბაჩიაშვილმა პირადად მობილიზებული და ინვესტორის გაცემული თანხებით კრიპტოვალუტა — ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
- ამბობენ, რომ მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას უცხოური კომპანია ახდენდა, რომელთანაც ბაჩიაშვილის ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფმა საწარმომ 2015 წლის ივლისში ხელშეკრულება გააფორმა.
- "ხელშეკრულების ღირებულებად 6 305 000 დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ივესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 000 000 დოლარს, ხოლო ბრალდებულის — 1 305 000".
პროკურატურა აცხადებს, რომ შეთანხმების საფუძველზე, ბაჩიაშვილს თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელება დაევალა, მისაღები მოგება მხარეებს შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო.
- უწყების ცნობით, 1 წლიან პერიოდში 24 661,85 ბიტკოინი გამოიმუშავეს, საიდანაც ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8 253,23 ბიტკოინი იყო.
- სწორედ ამ ბიტკოინების მითვისებას ედავებიან ბაჩიაშვილს.
- ასევე, ამბობენ, რომ დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტები სხვადასხვა საფულეებზე გადაიტანა, ნაწილი გაანაღდა, ასევე, სხვადასხვა ეკონომიკურ თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართო და ა.შ.
- ამის შედეგად კი დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა და სხვა.
- სისხლისსამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- "პროკურატურა ბრალდებულის მიმართ შესაბამის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", — ნათქვამია განცხადებაში.
ვინ არის გიორგი ბაჩიაშვილი: მან 2013 წელს დააფუძნა თანაინვესტირების ფონდი და 2019 წლამდე აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა.
- ამავე წლიდან ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
- თანაინვესტირების ფონდამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში.
რას წერს ივანიშვილის ადვოკატი: დღეს თეიმურაზ წიქვაძემ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გიორგი ბაჩიაშვილთან კავშირზე საუბრობს.
- როგორც წიქვაძე წერს, ბაჩიაშვილი ივანიშვილთან დედამისის თხოვნის შემდეგ დასაქმდა, 13 წელი მუშაობდა მის კუთვნილ სტრუქტურებში, იყო ივანიშვილთან "ძალიან დაახლოებული პირი" და "სარგებლობდა განსაკუთრებული ნდობით".
- აბსურდულს უწოდებს იმ ბრალდებებს, რომ ივანიშვილის მიერ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება.
- "იმ უტყუარი ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ჩემს მარწმუნებელს ბატონ ბაჩიაშვილთან ჰქონდა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები (და არც ბრალდებული გამოირჩეოდა რაიმე ინტერესით პოლიტიკური შინაარსის მქონე საკითხებისა თუ პროცესების მიმართ), მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის დაკავშირება ბატონი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებთან არის ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება".
- "ამავდროულად, დაზარალებული მხარისთვის გასაკვირი არ არის ბრალდებული პირის ამგვარი ტაქტიკა. იმ პირობებში, როდესაც ბატონ ივანიშვილთან, თავის დროზე, ძალიან დაახლოებული პირის (რომელიც ჯერ კიდევ მოსკოვში იქნა დასაქმებული ჩემი მარწმუნებლის მიერ და მას შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მის კუთვნილ სტრუქტურებში) მხრიდან ადგილი აქვს წინამდებარე განცხადებაში აღწერილ ქმედებებს, ცხადია, მისგან მოსალოდნელია ყველაფერი".
ჰესის საქმე: ამავე პოსტიდან ვიგებთ, რომ ივანიშვილი თანაინვესიტრების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს კრიპტოვალუტის საქმის გარდა, ჰესის საქმესაც ედავება.
- წერს, რომ 2014 წელს თანაინვესტირების ფონდმა მტკვარი ჰესის მშენებლობა წამოიწყო, პროექტი სრულად შეისყიდა, რასაც ბაჩიაშვილი ხელმძღვანელობდა.
- ადვოკატი ამბობს, რომ თავდაპირველი გათვლებით, საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 131 მილიონი დოლარი იყო და ჰესი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო.
- "საბოლოო ჯამში, პროექტის მშენებლობის ღირებულება დაგეგმილთან შედარებით 100 მილიონი დოლარით (რაც კოლოსალური სხვაობაა თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით), დაახლოებით 235 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ამის მიუხედავად, პროექტი დღემდე დასრულებული არ არის".
- ადვოკატის ვარაუდით, ფონდის ხელმძღვანელმა პირებმა საინვესტიციო თანხა არამიზნობრივად გახარჯეს, გაფლანგეს ან მიითვისეს.
- "ცხადია, აღნიშნულმა გარემოებამ გააჩინა ეჭვები პროექტის და ზოგადად ფონდის ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ. ჩემს მარწმუნებელს ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაცია ბრალდებულ ბაჩიაშვილთან და განუცხადა კიდეც მას, რომ ჩადენილ ქმედებებზე მოუწევდა პასუხის გაცემა, ისევე როგორც სხვა პირებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ არაკეთილსინდისიერ და დანაშაულებრივ საქმიანობაში".
- მისივე თქმით, "რომც არ ყოფილიყო სახეზე" კრიპლოვალუტაში ინვესტირებასთან დაკავშირებული გარემოებები, ივანიშვილის განზრახული ჰქონდა ჰესის საკითხზე სამართლებრივი რეაგირება".
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები